მოხალისეობა (სამხედრო ტერმინი)
მოხალისეობა - შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების ერთერთი ხერხი, რომელიც ემყარება მოხალისეების მოზიდვას.
ძირითადი პრინციპებია: ნებაყოფლობა, უანგარობა, მხედრული და მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულების იდეური მოტივაცია.ოდითგან არის ცნობილი, როგორც სოციალური მოვლენა, რომელსაც იწვევს პატრიოტიზმის, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობების აღმავლობა, საზოგადოებაში ინტერნაციონალიზმის იდეების გავრცელება და ა.შ. ყველაზე ფართო მასშტაბს იღებს სამართლიანი, გამათავისუფლებელი ომების დროს.
XX საუკუნეში მოხალისეობა ფართოდ იყო გავრცელებული ეროვნულ-რევოლუციური ომების დროს ესპანეთში (1936-39), ჩინეთში (1937-45), ინდოჩინეთში (1946_75) და სხვა.
მშვიდობიანობის დროს შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებისთვის მოხალისეობა მეტწილ ქვეყნებში არ გამოიყენება, სამხედრო სასწავლებლებში შესვლის გარდა.