მურადიანი გენრიხ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გენრიხ მურადიანი – დაიბადა 1950 წლის 23 იანვარს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1989). სამხედრო სამსახური (1969-71).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პარტიულ საქმიანობას;
- კერძო ბიზნესში (1990-95);
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-98): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის წევრი;
- ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე (2000-2003);
- ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრის მოადგილე (2004);
- ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე (2005-2007);
- საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარე 1994 წლიდან.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.