მცხეთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მცხეთა''' - ქალაქი მცხეთა ქართლის ცხოვრების მიხედვით დაუარს...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მცხეთა''' - ქალაქი მცხეთა ქართლის ცხოვრების მიხედვით დაუარსებია ქართლოსის შვილს მცხეთოსს. მის შესახებ ქართლის ცხოვრებაში ასე წერია: „მცხეთოსმა აღაშენა ქალაქი შესაკრებელთა შორის მტკვრისა და არაგვისასა და უწოდა სახელი თვისი მცხეთა. ქალაქი მცხეთა განდიდებული იყო უმეტეს ყოველთასა და უწოდეს დედაქალაქად“. („ქ. ცხ.“ ტ. I, გვ. 20)
+
'''მცხეთა''' - ქალაქი [[მცხეთა]] ქართლის ცხოვრების მიხედვით დაუარსებია ქართლოსის შვილს მცხეთოსს. მის შესახებ ქართლის ცხოვრებაში ასე წერია: „მცხეთოსმა აღაშენა ქალაქი შესაკრებელთა შორის მტკვრისა და არაგვისასა და უწოდა სახელი თვისი მცხეთა. ქალაქი მცხეთა განდიდებული იყო უმეტეს ყოველთასა და უწოდეს დედაქალაქად“. („ქ. ცხ.“ ტ. I, გვ. 20)
  
 
ტერმინ „მცხეთის“ შესახებ 1850 წელს ცნობილმა ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა წამოაყენა სრულიად ახალი მოსაზრება, თითქოს იგი უნდა წარმომდგარიყო სახელისაგან „მესხი“. ეთნოტერმინ „მესხს“ დართული ჰქონდა რთული სუფიქსი ეთ-ა, გამოდიოდა მესხეთა.
 
ტერმინ „მცხეთის“ შესახებ 1850 წელს ცნობილმა ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა წამოაყენა სრულიად ახალი მოსაზრება, თითქოს იგი უნდა წარმომდგარიყო სახელისაგან „მესხი“. ეთნოტერმინ „მესხს“ დართული ჰქონდა რთული სუფიქსი ეთ-ა, გამოდიოდა მესხეთა.

17:37, 24 მარტი 2017-ის ვერსია

მცხეთა - ქალაქი მცხეთა ქართლის ცხოვრების მიხედვით დაუარსებია ქართლოსის შვილს მცხეთოსს. მის შესახებ ქართლის ცხოვრებაში ასე წერია: „მცხეთოსმა აღაშენა ქალაქი შესაკრებელთა შორის მტკვრისა და არაგვისასა და უწოდა სახელი თვისი მცხეთა. ქალაქი მცხეთა განდიდებული იყო უმეტეს ყოველთასა და უწოდეს დედაქალაქად“. („ქ. ცხ.“ ტ. I, გვ. 20)

ტერმინ „მცხეთის“ შესახებ 1850 წელს ცნობილმა ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა წამოაყენა სრულიად ახალი მოსაზრება, თითქოს იგი უნდა წარმომდგარიყო სახელისაგან „მესხი“. ეთნოტერმინ „მესხს“ დართული ჰქონდა რთული სუფიქსი ეთ-ა, გამოდიოდა მესხეთა.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ტოპონიმ „მცხეთის“ შესახებ კიდევ სრულიად სხვაგვარი მოსაზრება შეიქმნა. კერძოდ, როგორც ენათმეცნიერების ინსტიტუტის ონომასტიკური ლაბორატორიის გამგე გურამ ბედოშვილი წერს, იგი წარმოშობილია სიტყვა „მხცეთა“-სგან, რომელსაც ფონეტიკური ცვლილებების შედეგად მცხეთა მოუცია. ამის შესახებ ასეთი წმ. გადმოცემა არსებობს: უძველეს ხანაში, ქრისტიანობის გავრცელებამდე ქვეყანას მართავდნენ ბრძენი მამასახლისები იგივე მხცოვანი ადამიანები. მხცე ჩვენი ვარაუდით იყო სიბრძნით გამორჩეული პირი, სპეტაკი, თეთრი წვერ-ულვაშის ანუ მხცის მქონე ადამიანი. მემატიანის ცნობითაც მცხეთის მამასახლისი ყოფილა მხცოვანი ადამიანი, რომელიც იყო გონებით „უწინარესი“, „ბჭე“ ანუ მრჩეველი და მხცით მოსილი. „მხცე“ ფორმას დაერთვის უძველესი - თა სუფიქსი და შედეგად მ-ხცე-თა მიგვიღია. ეს ისეთი წარმოქმნილი სიტყვაა როგორიცაა: ბერთა, მოგვთა, ვანთა და ა.შ. ასეთივე მნიშვნელობისაა „მხცეთა“, რომელიც მხცეების ანუ ბრძენი მამასახლისების სამყოფელს, საბრძანისს აღნიშნავს. მოგვიანებით ალბათ ძვ. წ. აღ. III-II საუკუნეში „მხცეთა“ ფორმისაგან „მცხეთა“ მიგვიღია (იხ. „ხცე“) .

მცხეთას იცავდა ოთხი ციხე-სიმაგრე. მცხეთაში არსებობდა რამდენიმე უბანი: აბანოთ უბანი, სარკინეთ უბანი, ურიათა უბანი და სხვა.

მცხეთაში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა ძველი დედაქალაქის სიდიადე. სამთავროს ველზე გათხრების დროს აღმოჩნდა არაერთი ძვირფასი მასალა, რომელიც დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში. აღმოჩენილია აგრეთვე II-III საუკუნის ქრისტიანული ეკლესიის ნანგრევები.


წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები