ნადირაძე კოლაუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:46, 23 აპრილი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოლაუ ნადირაძე

ნადირაძე კოლაუ გალაქტიონის ძე - (8.III.1895, ქუთაისი - 28.X.1990, ქუთაისი) - პოეტი, „ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, საიდანაც რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო „მგლის ბილეთით“ გარიცხეს, თუმცა სიმწიფის ატესტატის აღება მაინც მოახერხა. გიმნაზიაში სწავლისას დაუმეგობრდა ტიციან ტაბიძესა და პაოლო იაშვილს. სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა. 1916 ჟურ. „ცისფერ ყანწებში“ დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი „ავზნიანი ქალაქი“.

1918 წელს კონსერვატორიის დარბაზში გამართულ ცისფერყანწელთა პოეზიის საღამოზე წაიკითხა დეკლარაცია ცისფერი ყანწების შესახებ. 1919 წელს გამოსცა პირველი წიგნი „ბალდახინი“. 1920 თანამშრომლობდა ჟურ. „შვილდოსანთან; 8.XI.1920 გაზ. „ბარრიკადში“ „ტრისტან მაჩაბლის“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „პოეტები წერის დროს”, რომელიც ეხებოდა გრიგოლ რობაქიძეს, პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, კოლაუ ნადირაძეს, სანდრო ცირეკიძეს, ვალერიან გაფრინდაშვილსა და ლელი ჯაფარიძეს.

1985 წელს გააკრიტიკეს პოეტურ კრებულში ლექსის „25 თებერვალი 1921 წელს“ დაბეჭდვის გამო, რომელსაც მკაცრი „პარტიული“ შეფასება მიეცა. ავტორია პოემებისა: „თვრამეტი წელი“, „ფრონტებზე“, „როალდ ამუნდსენ“, „რიონი-პორტი“; მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე; ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, ისააკიანის ნაწარმოებები. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ეკა ჯავახიშვილი

ლიტერატურა

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

კოლაუ ნადირაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები