ნათლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნათლობა''' - ქრისტიანულ ეკლესიაში არა მარტო მორალუ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 14: ხაზი 14:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[პროტოპრესვიტერი თომა ჰოპკო, მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
+
[[მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
  
 
[[კატეგორია:რელიგიური რიტუალები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური რიტუალები]]
 
[[კატეგორია:შვიდი საეკლესიო საიდუმლო]]
 
[[კატეგორია:შვიდი საეკლესიო საიდუმლო]]

მიმდინარე ცვლილება 13:38, 9 აგვისტო 2019 მდგომარეობით

ნათლობა - ქრისტიანულ ეკლესიაში არა მარტო მორალური ცვლილებისა და ხელახალი სულიერი შობის სიმბოლოა, არამედ ნათლობაში ადამიანი რეალურად კვდება და აღდგება ქრისტეში, ხელახლა იშვება წყლითა და სულიწმინდით ღვთის სასუფეველში (იოანე, 3:5)

ნათლობის მსახურება იწყება იმით, რომ მოსანათლი უარყოფს სატანას და აღიარებს იესო ქრისტეს. წყალში შთაფლვამდე იგი ან მისი მიმრქმელი – ნათლია) წარმოთქვამს რწმენის სიმბოლოს. მიმრქმელები აუცილებლად მართლმადიდებლები უნდა იყვნენ, რადგან ისინი თავდებად უდგებიან ნათლულს მთელი ეკლესიის წინაშე, „მიირქვამენ“ მას ნათლობის წყლიდან, ხდიან მას ეკლესიის წევრად და ზრუნავენ მის სულიერ ცხოვრებაზე.

რწმენის სიმბოლოს წარმოთქმის შემდეგ იკითხება ემბაზის წყლის კურთხევის ლოცვები. მღვდელი ლოცულობს მოსანათლავისთვის და მას აცხებს ნაკურთხ ზეთს ღვთის ქმნილებაში სიწმინდისა და სიკეთის აღდგენის ნიშნად. მერე კი, „ალილუიას“ (რაც ებრაულად ნიშნავს: „აქებდით უფალსა“) საზეიმო გალობის შემდეგ, მღვდელი მოსანათლავს სამჯერ შთაფლავს წყალში სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმინდისათა.

ამ შთაფვლით მოსანათლი, თითქოს, კვდება ქვეყნიერებისათვის და ისევ, ქრისტეს აღდგომის ძალით, იბადება მარადიული ცხოვრებისათვის. მას აცმევენ თეთრ სანათლავ სამოსს, რომელიც „ახალი კაცობრივი ბუნების“, თვით ქრისტეს, ახალი და ზეციური ადამის სახეა. ამიტომ, როცა ახლადმონათლულს საზეიმო პროცესიით სამჯერ ემბაზის ირგვლივ შემოატარებენ, რაც ღვთის სასუფეველში შესვლისა და მარადიული ცხოვრების სიმბოლოა, გუნდი გალობს პავლე მოციქულის სიტყვებით:„რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ“ (ე. ი. ყველა თქვენგანი, ქრისტეთი მონათლულები, ქრისტეთი შეიმოსეთ”) (გალატ.3:27).

ძველად ასეთი პროცესია ბაპტისტერიუმიდან (ნათლობის ადგილიდან) მიემართებოდა ტაძრისკენ, სადაც ახლადმონათლულები საღვთო ლიტურგიაში წმინდა ზიარებას იღებდნენ. ნათლობა, ჩვეულებისამებრ, სააღდგომო ლიტურგიის წინ სრულდებოდა. ახლანდელი ჩვენი სააღდგომო ლიტანიობა ზუსტად იმავეს ნიშნავს, რასაც ნიშნავდა ემბაზის ირგვლივ პროცესია.

მაგრამ წმინდა ზიარების მიღებამდე ახლადმონათლულმა უნდა მიიღოს სულიწმინდის მადლი მირონცხების საიდუმლოში.


[რედაქტირება] წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები