ნანაანთ წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:56, 30 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნანაანთ წმინდა ნიკოლოზის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკორინთლოს სამხრეთ-დასავლეთით. თარიღდება XVIII საუკუნით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (6,5X4,4 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ძლიერ დაზიანებულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდში ორი სარკმელია ერთმანეთის თავზე, მარცხნივ ოთხკუთხა ნიშია. დარბაზის სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია. დარბაზი კამარით გადახურული და შელესილი ყოფილა. ეკლესიას კრამიტის ორფერდა სახურავი ჰქონია.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები