ნანარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:35, 25 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნანარი, ნანა(შუმ.) მთვარის ღმერთის, სინის შუმერული სახელი. იგი ენლილის ძეა. ნანარი, რომელიც ქალაქ ურშია დაფუძნებული, გადაწყვეტს ესტუმროს მამას ნიფურში, მის მთავარ ტაძარში. დატვირთავს ხომალდს, რომლის სახელია ნისანგ „პირველნაყოფთა ნავი“, ყველა ჯიშის ხითა და ცხოველებით და აღმა აყვება ევფრატს ნიფურისაკენ. იგი გაივლის რამდენიმე მთავარ ქალაქს, რომლის მფარველი ღმერთები ესალმებიან მას და აკურთხებენ. ბოლოს, ნანარი მიაღწევს ნიფურს, სადაც ენლილის ტაძრის მცველს შეუთვლის, რომ გაუღოს ტაძრის კარი. იგი მოვიდა, რათა გამოკვებოს ცხვარ-ძროხა, აავსოს კალათები ფრინველთა კვერცხებით, მიხედოს ლერწმებს ჭაობებში, აავსოს იქაურობა გარეული ღორებითა და თევზებით.

მეკარე სიხარულით უღებს კარიბჭეს და ენლილი, საყვარელი ძის ხილვით გახარებული, წვეულებას მართავს მის პატივსაცემად. აცხობინებს მის საყვარელ ნამცხვრებს და პურებს, უხვად ადუღებინებს ლუდს. ხოლო უკანა გზაზე, ურისკენ გაბრუნებულს, ატანს ნაყოფიერების სიუხვეს: თევზებისას – მდინარეებში, მარცვლეულისას – მინდვრებში, ლერწმისას – ჭაობებში, მცენარეულისას – უდაბნოებში, ხარირმებისას – ტყეებში და, ბოლოს, დღეგრძელობას – სასახლეში.

ეს მოგზაურობა მწყემსისა, როგორიც მთვარის ღმერთია, რიტუალური ხასიათისაა: ნანარი ყოველწლიურად ეწვევა ნიფურს და უძღვნის მას მეცხოველეობის პროდუქტებს, ხოლო ნიფურიდან სანაცვლოდ სამიწათმოქმედო კულტურის ნაყოფები მიაქვს. ამ რიტუალს ყოველწლიურად, ცხადია, ტაძრის მსახურები და მოსახლეობა ასრულებენ.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები