ნარინჯი (ატმის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნარინჯი

ნარინჯი - ატმის სომხური ჯიშია. ფართოდ გავრცელებულია სომხეთის რაიონებში და ცნობილია, როგორც ერთ–ერთი საუკეთესო ჯიში. ნარინჯი საქართველოში ნაკლებად არის გავრცელებული.

ნარინჯი მაღალი ღირსებისაა. საუკეთესო საკონსერვო ღირსებასთან ერთად ითვლება აგრეთვე შემოდგომის სუფრის ჯიშად. ხეს ახასიათებს უხვი მოსავლიანობა, ყინვებს საკმაოდ კარგად იტანს.

ნარინჯის სახელწოდებით გვხვდება მრავალი სახესხვაობა და კლონური ხაზი, რაც იმ გარემოებით აიხსნება, რომ სომხეთში უკანასკნელ დრომდე ატამს კურკის დათესვით ამრავლებენ.

სხვადასხვა ფორმა განირჩევა როგორც ნაყოფის სიმსხოთი, ისე სიმწიფის დროითაც. გვხვდება ადრეულა, საშუალო და საგვიანო ნარინჯი. ქვემოთ აღწერილია საგვიანო ნარინჯი, რომელიც გორის რაიონის ოქტომბრის პირველ რიცხვებში მწიფდება. ეს ჯიში ნაკლებად გამძლეა „ფოთლის სიხუჭუჭის“ წინააღმდეგ.

ხე ხასიათდება ძლიერი ზრდით, განიერი ვარჯით. შეფოთლილია თხლად.

ფოთოლი მოგრძო ლანცეტისებრი ფორმისაა. აწეული კიდეთი, მოყვითალო–მწვანე ფერის. ფოთლის ყუნწზე 2–4-მდე თირკმელისებრი ჯირკვალია.

ყვავილი ხასიათდება მსხვილი ვარდიფერი გვირგვინის ფურცლებით, ყვავილობის პერიოდი საშუალოა.

ნაყოფი მომრგვალო ფორმისაა, საშუალო სიღრმის ღარით. ყუნწის ღრუ ღრმაა და განიერი. ნაყოფი ბოლოვდება პატარა ნისკარტით. ნაყოფი მსხვილია, ხშირად ძლიერ მსხვილი, იწონის 250–200 გრამამდე.

ნაყოფის კანი მკვრივი და სქელია, ნარინჯის ფერისაა. მზის მხარეზე ხშირად წვრილი წითელი წინწკლებით არის მოფენილი.

ნაყოფის ხორცი ჩალისფერია, კურკასთან ოდნავ წითლად შეფერილი, მკვრივი, ძარღვიანი, სურნელოვანი, ტკბილი, სასიამოვნო მჟავიანობით. სახრავი ჯიშია.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები