ნეიტრალიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეიტრალიტეტი (ლათინური nauter – არც ის, არც სხვა), სახელმწიფოს განსაკუთრებული საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი. განასხვავებენ ნეიტრალიტეტის ორ სახეობას.

1.ნეიტრალიტეტი ომიანობის დროს (ვენტუალური), რაც გულისხმობს გარკვეული სახელმწიფოს განცხადებას, რომ კონკრეტულ ომში არ იღებს მონაწილეობას არც ერთი მეომარი სახელმწიფოს მხარეზე და არც დამოუკიდებლად. ასეთ ნეიტრალიტეტს იცავენ მხოლოდ მოცემულ ომში და იგი შეიძლება გაუქმდეს ამ სახელმწიფოს ცალმხრივი აქტით.

საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორია ხელშეუხებელია და არ შეიძლება იყოს საომარი მოქმედების თეატრი. მეომარ სახელმწიფოებს ეკრძალებათ მის ტერიტორიაზე ჯარების გატარება, იარაღის და სამხედრო მასალების გადატანა და ა.შ.

2. მუდმივი ნეიტრალიტეტი ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს, არ მიიღოს მონაწილეობა სხვა სახელმწიფოებს შორის შესაძლო შეიარაღებულ კონფლიქტებში, არ შევიდეს სამხედრო კავშირებსა და ბლოკებში, არ დაუთმოს თავისი ტერიტორია უცხოეთის ჯარებსა და სამხედრო ბაზებს.

საერთაშორისო აქტების თანახმად, მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოებია: შვეიცარია, ავსტრია, მალტა.

ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ადგას შვედეთი, მაგრამ რამდენადაც ეს არ არის დაფიქსირებული არც მის კონსტიტუციურ აქტებში, არც საერთაშორისო ხელშეკრულებებში, მის ნეიტრალიტეტს ტრადიციულს უწოდებენ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები