ნესტვი ჭედილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:19, 25 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნესტვი ჭედილი - ნესტვი ჰქვია ყოველგვარ ჩასაბერ ნასვრეტებიან საკრავს. მაგ. სტვირი, სალამური და მისთ. იყო ორნაირი - შეჭედილი ვერცხლით („ნესტვი ჭედილი“) და რქისგან დამზადებული („ნესტვი რქისაჲ“).
ნესტვითა ჭედილითა და ხმითა ნესტვისა რქისაითა ღაღადებდით წინაშე მეუფისა უფლისა. (ფსალ. 97,6)
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი სოსო ჯაჯანიძე).