ნოსტეს ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:11, 28 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნოსტეს ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსტეს სამხრეთ-დასავლეთით, თარიღდება XVII საუკუნის II ნაზევრით.

ეკლესია დარბაზულია (8,8X5,9 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, გრძივი კედლები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ღრმა და განიერი აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო შეისრულთაღიანი მოზრდილი ნიშით დარბაზი გადახურული ყოფილა ცილინდრული კამარით. თითო სარკმელია აღმოსავლე, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები