ნოსტეს წმინდა სტეფანეს ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:17, 28 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნოსტეს წმინდა სტეფანეს ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსტეს ჩრდილოეთით, 1 კმ-ზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (6,8X5,1 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, გვერდებზე – ორი სწორკუთხა ნიში. კონქი და კამარა შეისრულია. იატაკი ფილებითაა მოგებული. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის კვალი.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები