ოდიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 15: ხაზი 15:
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
 
* ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
 
* ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
* [[პროტოპრესვიტერი თომა ჰოპკო, მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
+
* [[მართლმადიდებლობის საფუძვლები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:საეკლესიო ნივთები]]
 
[[კატეგორია:საეკლესიო ნივთები]]

მიმდინარე ცვლილება 13:35, 9 აგვისტო 2019 მდგომარეობით

ოდიკი

ანტიმინსი ანუ ოდიკი - (ქართ.) ნიშნავს ტრაპეზის მაგიერს ანუ ტრაპეზის შემცვლელს. ეს არის აბრეშუმის ქსოვილი ჯვრიდან გარდამოხსნილი იესო ქრისტეს გამოსახულებით. ოდიკს აქვს სპეციალური ჯიბე, რომელშიც ჩაკერილია წმინდა ნაწილი. ანტიმინსის კურთხევას ასრულებს მღვდელმთავარი. ოდიკს ინახავენ ტრაპეზზე, სახარების ქვეშ. მას შლიან წირვის დროს. (საკურთხეველი).

მკვლევართა აზრით, ოდიკი (ანტიმინსი) გაჩნდა იმის გამო, რომ ბიზანტიელი მღვდელმთავრები პირადად ვერ ახერხებდნენ საეპარქიო ცენტრებიდან შორს მდებარე ტაძრების პირადად კურთხევას. ამ შემთხვევაში საკმარისად მიიჩნეოდა ტრაპეზზე ეპისკოპოსის მიერ ნაკურთხი ქსოვილის (ოდიკის) გადაფარება. XIII საუკუნიდან ოდიკების გამოყენება დაიწყეს ნაკურთხ ტრაპეზებზეც. ამჟამად ეს ჩვეულება გავრცელებულია ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიაში.

ოდიკში წმინდანის ნაწილის ჩაკერების პრაქტიკა უცნობია ბერძნული ეკლესიებისათვის (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ელადის, კვიპროსის ეკლესიები), სადაც საკმარისადაა მიჩნეული ტრაპეზში წმინდანის ნაწილის არსებობა. იგივე წესი იყო გავრცელებული ძველ რუსეთშიც, სადაც, ოდიკში, ასევე, არ აკერებდნენ წმინდა ნაწილს. ამგვარი ჩვეულების საფუძველია ის გარემოება, რომ ოდიკი, უწინარესად, მიიჩნეოდა სიგელად, რომლითაც ეპარქიის მღვდელმთავარი იძლეოდა ამა თუ იმ ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულების კურთხევას. ოდიკის აზრობრივი ცენტრი იყო ეპისკოპოსის ხელმოწერა და არა წმინდანის ნაწილი; წმინდა ნაწილი კი ჩატანებული იყო ტრაპეზში. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში დღევანდელი პრაქტიკის მიხედვით ოდიკში ჩაკერებულია მოწამის ან არამოწამე წმინდანის წმინდა ნაწილი; საქართველოს ეკლესიაში დამკვიდრებული ჩვეულების შესაბამისად, ოდიკში აკერებენ მოწამის წმინდა ნაწილს.





[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები