ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:11, 6 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანება - (ზოგჯერ უწოდებენ უმაღლეს ოპერატიულ გაერთიანებას), დაჯგუფება, არმიების ჯგუფი, ფლოტი და სხვა. იქმნება როგორც ომიანობის დროს, ისე მშვიდობიანობისას (მაგალითად, ფლოტი). ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანება დაჯგუფებებისა და არმიების ჯგუფების სახით (თავდაპირველად ითვლებოდა სტრატეგიულ გაერთიანებად) ჩამოყალიბდა I მსოფლიო ომის დასაწყისში.