ოპერაცია (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:43, 21 მაისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპერაცია - (ლათინური operation – მოქმედება), მიზნების, ამოცანების, ადგილისა და დროის მიხედვით შეთანხმებული და ურთიერთდაკავშირებული ნაირგვაროვანი ჯარების (ძალების) ერთდროული ბატალიების, საბრძოლო დარტყმებისა და მანევრის ერთობლიობა. ხორციელდება ერთიანი ჩანაფიქრითა და გეგმით სტრატეგიული, ოპერატიულ-სტრატეგიული, ოპერატიული ან ოპერატიულ-ტაქტიკური ამოცანების გადასაწყვეტად სამხედრო მოქმედებების თეატრზე, სტრატეგიულ (საოპერაციო) მიმართულებაზე, ან რაიონში (ზონაში) დროის დადგენილ პერიოდში; სამხედრო მოქმედებების ფორმა.

ოპერაციებს განასხვავებენ საომარი მოქმედების მასშტაბის, ტიპის, სახეობისა და ჩატარების დროის კვალობაზე. მასშტაბების მიხედვით ოპერაცია შეიძლება იყოს: სტრატეგიული, ოპერატიულ-სტრატეგიული (დაჯგუფების შეტევითი, დაჯგუფების თავდაცვითი, არმიების ჯგუფის, ფლოტის გაერთიანების, საჰაერო ოპერაციები), ოპერატიული დონის (არმიის შეტევითი „არმიის თავდაცვითი ოპერაცია.“); საჰაერო არმიის, საჰაერო თავდაცვის ცალკეული არმიის, ცალკეული საზღვაო ოპერაციები; ოპერატიულ-ტაქტიკური (კორპუსის, ფლოტილიის ნაირგვაროვანი ძალების ოპერაციები).

ოპერაციის მასშტაბს განაპირობებს, აგრეთვე მისი მონაწილე ძალებისა და საშუალებების რაოდენობა და ოპერაციის გაქანება. ტიპების მიხედვით ოპერაციები შეიძლება იყოს: საერთო-საჯარისო (საერთო-საფლოტო), საჰაერო, საჰაერო თავდაცვის, ერთობლივი და დამოუკიდებელი. საომარი მოქმედების სახეობების მიხედვით განასხვავებენ შეტევითს (კონტრშეტევითს) და თავდაცვითს ოპერაციებს. მოწყობის დროის მიხედვით ოპერაციები არის პირველი (ომის დასაწყისში ან შეიარაღებული ბრძოლის ახალ გახსნილ ფრონტზე) და მომდევნო.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები