ორბელიანთა სასახლის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წმინდა გიორგის ეკლესია)
ხაზი 17: ხაზი 17:
 
ორბელიანების სასახლე ციხის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. იგი XIX საუკუნის I ნახევარში მიაშენეს ციხე-გალავანს სასახლე (12,5X26 მ) ნაგებია რიყის ქვითა და ბრტყელი კვადრატული აგურით. გადაკეთების დროს ნახმარია გვიანდელი აგურიც. სასახლე ორსართულიანია. ორივე სართულზე ოთახები გრძივი კედლების გასწვრივ ანფილადურად არის განლაგებული. ორრიგად განლაგებული სათავსებიდან ეზოსკენ მოქცეული ოთახების რიგის სიგანე უფრო ნაკლებია, ვიდრე ხევისკენ განლაგებული რიგისა. პირველ რიგში ორივე სართულზე ხუთ-ხუთი პატარა ოთახია, მეორე რიგში – სამ-სამი (შუაში დიდი დარბაზია). შესასვლელი ეზოდანაა. პირველ სართულზე, მის შუა სათავსში, უშუალოდ ეზოდან შეიძლება მოხვედრა, ხოლო მეორე სართულზე – აივნიდან, რომელსაც ხის კიბე აქვს. ყველა ოთახი ერთმანეთთან კარითაა დაკავშირებული. პირველი რიგის განაპირა ოთახები ციხე-გალავნის შესაბამისი სართულების კოშკებს უკავშირდება კარით. პირველი სართულის შუა დიდ ოთახს სამხრეთის კედელში, გარდა ფართო სარკმლებისა, ცენტრალურ ნაწილში ჰქონია მეორე შესასვლელიც, რიმელიც გადაკეთებულია სწორკუთხა ნიშად. მეორე სართული პირველის ანალოგიურია. მხოლოდ მას ოთხივე მხრიდან ხის დიდი აივნები ეკვრის. შენობის გასათბობად იყენებდნენ ბუხრებსა და კედლის ღუმლებს. ინტერიერი მთლიანად შელესილია.  
 
ფასადებიდან აღსანიშნავია ქსნის ხეობისკენ მიქცეული გრძივი ფასადი, რომლის მონუმენტური, რიყის ქვით ნაწყობი კედლის სიბრტყე ორ იარუსად განლაგებული სარკმლებით სიმეტრიულადაა დანაწევრებული. ქვედა იარუსის სარკმლები თაღოვანია, ხოლო ზედასი – სწორკუთხა. ფასადის ცენტრალურ ნაწილში, მეორე სართულზე ხის ბოძებიანი წინწამოწეული [[რიკული|რიკულებიანი]] აივანია. სასახლე გადახურულია [[კრამიტი]]ს ოთხფერდა სახურავით.  
+
ფასადებიდან აღსანიშნავია ქსნის ხეობისკენ მიქცეული გრძივი [[ფასადი]], რომლის მონუმენტური, რიყის ქვით ნაწყობი კედლის სიბრტყე ორ იარუსად განლაგებული სარკმლებით სიმეტრიულადაა დანაწევრებული. ქვედა იარუსის სარკმლები თაღოვანია, ხოლო ზედასი – სწორკუთხა. ფასადის ცენტრალურ ნაწილში, მეორე სართულზე ხის ბოძებიანი წინწამოწეული [[რიკული|რიკულებიანი]] აივანია. სასახლე გადახურულია [[კრამიტი]]ს ოთხფერდა სახურავით.  
  
==== წმინდა გიორგის ეკლესია ====
 
==== წმინდა გიორგის ეკლესია ====

17:27, 26 იანვარი 2022-ის ვერსია

ორბელიანთა სასახლის კომპლექსი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, , სოფელ ლამისყანას ზემოთ, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე, ძნელად მისადგომ, მაღალი ბორცვის ფერდობზე, ანტიკური ხანის ნამოსახლარზე. კომპლექსში შედის: ციხე-გალავანი, სასახლე, გალავნის გარეთ მდებარე წმინდა გიორგის ეკლესია, მარანი და სხვ. სამეურნეო ნაგებობანი.

ციხე-გალავანს მოხერხებული მდებარეობა აქვს: აქედან კარგად ჩანს ქსნის ხეობის დიდი მონაკვეთი და იქ განლაგებული სოფლები (ძვ. ილტოზა, ქსოვრისი, ოძისი) და ციხეები (ქსნის, დამპალოს, მუხრანის და სხვ.). ჩრდილო-აღმოსავლეთით მოჩანს ახალგორი – ქსნის ერისთავთა რეზიდენცია). სავარაუდოა ციხე-გალავანი ქსნის ერისთავის ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის დაკვეთითაა აგებული (მშენებლობის შესახებ ცნობები არ არის შემორჩენილი). თარიღდება XVIII საუკუნით; XIX სსაუკუნეში გალავნის სამხრეთ ნაწილი სასახლის ნაგებობაში ჩაურთავთ და გადაუკეთებიათ მის ერთ-ერთ კედლად. ამიტომ მოშლილია გალავნის ზედა ნაწილი – სათოფურების ზედა რიგი საბრძოლო ბილიკის დონეზე.

სასახლე აუშენებია ივანე ორბელიანს მისი მეუღლის, ნინო თორნიკეს ასულ ერისთავის მამისეულ ნამზითვ მამულში. ამიტომ სასახლე ორბელიანების სახელითაა ცნობილი. XIX საუკუნის შუა წლებში მისი ბოლო მეპატრონეები იყვნენ ალექსანდრე ორბელიანი და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი. ალექსანდრე ორბელიანის დედამ ნინო თორნიკეს ასულმა ერისთავმა ციხე-გალავანი სასახლითა და მამულებით თავის რძალს მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანს უბოძა.

ორბელიანთა სასახლის ლიტერატურულ სალონში თავს იყრიდნენ ცნობილი მოღვაწენი. თვით მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი (1852-1941 წწ.), შვილი პოეტ ვახტანგ ორბელიანისა (1812–1890 წწ.), ცნობილი ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე იყო. აქ ხშირად ჩამოდიოდნენ, დროდადრო ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ვახტანგ ორბელიანი, ივანე ჯავახიშვილი (1876-1940 წწ), რომელსაც ცოლად ჰყავდა მარიამ ორბელიანის ძმისშვილი ანასტასია ნიკოლოზის ასული ორბელიანი, ცნობილი კრიტიკოსი კიტა აბაშიძე (1870–1917 წწ.) – ივანე ჯავახიშვილის ქვისლი და სხვ. ამ სახლში იყო ორბელიანთა მდიდარი საგვარეულო ბიბლიოთეკა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ პირველ წლებში ორბელიანთა სასახლეში ადმინისტრაციული დანიშნულების დაწესებულებები იყო. 1922-30 წწ. შენობაში მოთავსებული იყო ლამისყანის კომუნა. კომუნის გაუქმების შემდეგ სასახლეში მოთავსდა სასოფლო საბჭო, კოლმეურნეობის გამგეობა, ფოსტა, ბიბლიოთეკა და სხვ.

1979 წელს ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო (რესტავრაციის პროექტის ავტ. ი. შარაშენიძე, თანავტ. თ. ხუჭუა).

სარჩევი

ციხე-გალავანი

ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია კოშკებიანი გალავნის დიდი ნაწილი და გალავნის შიგნით სამხრეთით და ჩრდილოეით მდგომი საცხოვრებელი ნაგებობები. გალავნით შემოსაზღვრული ტერიტორია (1365X46 მ) წაგრძელებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. გალავნის ოთხივე კუთხეში მრგვალი კოშკები იდგა. კედლები ნაგებია რიყის ქვით, კარ-სარკმლებისთვის გამოყენებულია ბრტყელი კვადრატული აგურთ. გალავანს შესასვლელი თავდაპირველად ჩრდილოეთ კედელში ჰქონდა, სოფლის მხარეს. შესასვლელს გვერდითი სათოფურები იცავდა. მტრის თავდასხმის დროს ამ მხრიდან გავაკებული მისადგომებით ადვილი იყო გალავანში მოსახლეობის შეხიზვნა. გალავნის კედლები ორიარუსიანია (სიმ. 6 მ-მდე). ქვედა იარუსი ძირითადად ყრუა, ზედა სათოფურებიანი. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების ქვედა იარუსებში შემორჩენილია ერთმანეთის მონაცვლეობით განლაგებული გარეთკენ დახრილი ცალმაგი და თარაზულად გაჭრილი წყვილი სათოფურები, მეორე იარუსზე კი გარეთკენ დახრილი სათოფურები. საბრძოლო ბილიკზე ხის მისადგმელი კიბით ადიოდნენ. აქ ძირითადი საბრძოლო იარუსია. ქვედა იარუსში სათოფურები შედარებით ნაკლებია. სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ნახევრამდე შემორჩენილ კოშკებზე სასახლის მშენებლობის დროს ოთხკუთხა ოთახები დაუშენებიათ. უკეთესადაა შემორჩენილი ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ორსართულიანი კოშკები. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკში გადარჩენილია ზედა საბრძოლო სართულის მნიშვნელოვანი ნაწილი, სამი ქონგური და ნისკარტისებრი სალოდეების დამჭერი კონსტრუქციის დეტალები. ოთხივე კოშკს თითო შესასვლელი პირველ სართულზე აქვს ეზოდან, დანარჩენი შესასვლელები საბრძოლო ბილიკებზე გამოდის. სათოფურების რაოდენობა და ტიპები ზედა სართულებში პირველთან შედარებით უფრო მეტია. გაჭრილია სარკმლის ღიობებიც. სათოფურებს შორის აღსანიშნავია სამკლავეებით აღჭურვილი სათოფურები. ყველა სართულზე თითო ბუხარია. საბრძოლო ღიობების ტიპები უკეთესადაა შემონახული გალავნის ჩრდილოეთ კედელში. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში, საბრძოლო ელემენტების გარდა, შემორჩენილია საბრძოლო ბილიკის დონეზე მოწყობილი ნახევარწრიული ფორმის საპირფარეშოების ფრაგმენტები გარეთ გაყვანილი ხვრელით. სამხრეთ კედლის ქვედა ნაწილში თითქმის მთლიანად შემორჩენილია საბრძოლო სისტემა კედლის მთელ სიგრძეზე (გამოჩნდა სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად). კოშკებში სართულშუა გადახურვა ხისა იყო.

სასახლე

ორბელიანების სასახლე ციხის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. იგი XIX საუკუნის I ნახევარში მიაშენეს ციხე-გალავანს სასახლე (12,5X26 მ) ნაგებია რიყის ქვითა და ბრტყელი კვადრატული აგურით. გადაკეთების დროს ნახმარია გვიანდელი აგურიც. სასახლე ორსართულიანია. ორივე სართულზე ოთახები გრძივი კედლების გასწვრივ ანფილადურად არის განლაგებული. ორრიგად განლაგებული სათავსებიდან ეზოსკენ მოქცეული ოთახების რიგის სიგანე უფრო ნაკლებია, ვიდრე ხევისკენ განლაგებული რიგისა. პირველ რიგში ორივე სართულზე ხუთ-ხუთი პატარა ოთახია, მეორე რიგში – სამ-სამი (შუაში დიდი დარბაზია). შესასვლელი ეზოდანაა. პირველ სართულზე, მის შუა სათავსში, უშუალოდ ეზოდან შეიძლება მოხვედრა, ხოლო მეორე სართულზე – აივნიდან, რომელსაც ხის კიბე აქვს. ყველა ოთახი ერთმანეთთან კარითაა დაკავშირებული. პირველი რიგის განაპირა ოთახები ციხე-გალავნის შესაბამისი სართულების კოშკებს უკავშირდება კარით. პირველი სართულის შუა დიდ ოთახს სამხრეთის კედელში, გარდა ფართო სარკმლებისა, ცენტრალურ ნაწილში ჰქონია მეორე შესასვლელიც, რიმელიც გადაკეთებულია სწორკუთხა ნიშად. მეორე სართული პირველის ანალოგიურია. მხოლოდ მას ოთხივე მხრიდან ხის დიდი აივნები ეკვრის. შენობის გასათბობად იყენებდნენ ბუხრებსა და კედლის ღუმლებს. ინტერიერი მთლიანად შელესილია.

ფასადებიდან აღსანიშნავია ქსნის ხეობისკენ მიქცეული გრძივი ფასადი, რომლის მონუმენტური, რიყის ქვით ნაწყობი კედლის სიბრტყე ორ იარუსად განლაგებული სარკმლებით სიმეტრიულადაა დანაწევრებული. ქვედა იარუსის სარკმლები თაღოვანია, ხოლო ზედასი – სწორკუთხა. ფასადის ცენტრალურ ნაწილში, მეორე სართულზე ხის ბოძებიანი წინწამოწეული რიკულებიანი აივანია. სასახლე გადახურულია კრამიტის ოთხფერდა სახურავით.

წმინდა გიორგის ეკლესია

წმინდა გიორგის ეკლესია დგას ციხე-გალავნის გარეთ, მის ჩრდილოეთ კედელთან, შესასვლელთან. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. XIX საუკუნეში შეაკეთეს. (შეკეთების შედეგად ნაგებობას შეცვლილი აქვს თავდაპირველი სახე): უშუალოდ სარკმლების ზემოთ, კედლების მთელ პერიმეტრზე (აფსიდის ჩათვლით), კედლის წყობის შესაკავშირებლად, გაიდო წყვილი ხის კოჭი; გაკეთდა ფიცრული ჭერი.

ეკლესია დარბაზულია (10,8X6,5 მ), ნაგებია აგურით, გამოყენებულია რიყის ქვაც. შიგნიდან სწორკუთხა შეღრმავებაში ჩასმული ერთადერთი შესასვლელი სამხრწთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ფართო მხრებით გამოყოფილი ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, მაღლა, სწორკუთხა არეში ჩასმული სარკმელია. ერთი ასეთივე სარკმელი დასავლეთ კედელშია, ხოლო ორი – ჩრდილოეთ კედელში. აფსიდში ორი ფართო თაღოვანი ნიშია. ჩრდილოეთ ნიშის აღმოსავლეთ წირთხლში პატარა დამატებითი ნიშია ამოკვეთილი. ორივე ნიშში თაღის ქუსლის დონეზე ჩასმულია ფიცრული თარო. ინტერიერი მთლიანად შელესილი და შეთეთრებულია. ფასადების კედლის სიბრტყეები რეგულარულად ნაწყობი აგურისა და რიყის ქვის რიგების მკაცრი მონაცვლეობითაა შექმნილი. აგურის რიგები ნაწყობია როგორც ჩვეულებრივი, ასევე დახრილი წყობით. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი თაღოვანია. სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში თაღოვანი ნიშია. სარკმლების თაღოვანი საპირეები, რომლებიც კედლის სიბრტყეშია შეწეული, პროფილირებული აგურითაა ნაწყობო სამხრეთ-დასავლეთით ეკლესიის გალავნის კოშკს ეკვრის დამატებითი, შუალედი კედლით, რომელშიც დასავლეთით თაღოვანი გასასვლელია გაჭრილი.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები