ოსთა აჯანყებები (1918-1921)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 12: ხაზი 12:
  
ოსთა რიგით მესამე მასშტაბური აჯანყება 1920 წლის მაისში დაიწყო, როცა ქართული ჯარის ნაწილები საბჭოთა რუსეთის XI არმიის სამხედრო [[შენაერთი|შენაერთებს]] ქვეყნის საზღვრებთან ებრძოდა. „სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტის“ დადგენილებით, 1920 წლის 8 მაისს როკის რაიონში აჯანყებულმა ოსებმა საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. იმავდროულად მიიღეს ამ რაიონის რუსეთის სფს რესპუბლიკასთან შეერთების დადგენილებაც. აჯანყებულებს როკის ხეობის, კუდაროს, ქემერტის და ყორნისის ოსებიც შეუერთდნენ. იმავდროულად, შიდა ქართლის ტერიტორიაზე ჩრდილო ოსეთიდან როკის, ზეკარისა და მამისონის უღელტეხილებით სამ კოლონად შემოვიდა ოსთა პარტიზანული რაზმი ვ. სანაკოევის ხელმძღვანელობით, ისინი სოფ. ჯავაში შეერთდნენ და შემოიტანეს [[იარაღი (იურიდიული)|იარაღი]] აჯანყებულებისათვის. ახლად ფორმირებულ ოსურ რაზმებს ა. ჯატიევი, ა. აბაევი და მ. გაგლოევი ჩაუდგნენ სათავეში. 7 ივნისს აჯანყებულებმა ცხინვალი აიღეს, ხოლო 8 ივნისს ცხინვალის რაიონის მთელ ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. 1920 წლის 12 ივნისს ქართულმა ჯარმა (სარდალი [[გენერალი]] [[კვინიტაძე გიორგი|გ. კვინიტაძე]]. მეთაურები: [[ჯუღელი ვალერიან|ვ. ჯუღელი]], [[კონიაშვილი ალექსანდრე|ალ. კონიაშვილი]], [[დგებუაძე ალექსანდრე|ალ. დგებუაძე]], ნ(?). გედევანიშვილი) დაბა ცხინვალი აიღო, ხოლო 23 ივნისს ოსების უკანასკნელი ნარჩენები როკის უღელტეხილით ჩრდილოეთით განდევნა. ქართული ჯარის წარმატებულმა სამხედრო [[ოპერაცია (სამხედრო ტერმინი)|ოპერაციამ]] აჯანყების  ლიკვიდაცია მოახდინა და შიდა ქართლის მოსახლეობა დევნილობისაგან იხსნა.
 
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::შოთა ვადაჭკორია
+
 
 +
::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''შოთა ვადაჭკორია'''''
  
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==

14:00, 18 აპრილი 2019-ის ვერსია

ოსების ანტისახელმწიფოებრივი სეპარატისტული აჯანყებები საქართველოში - ოსთა სეპარატისტული გამოსვლების მიზანი შიდა ქართლის მთიანი ზონიდან ქართველი მოსახლეობის გამოდევნა და ამ ტერიტორიის საქართველოსაგან ჩამოცილება იყო. ამ მიზნით ოსთა სამი მასშტაბური აჯანყება მოეწყო 1918-1921 წლებში, რომლებიც რესპუბლიკის არსებობას უქმნიდნენ საფრთხეს, რადგან აჯანყებულებს საბჭოთა რუსეთი ეხმარებოდა იარაღით და შეიარაღებული ძალით.

1918 წლის 25 იანვარს პორუჩიკ ი. ხარებოვის 300-კაციანმა შეიარაღებულმა რაზმმა მარტის დასაწყისამდე შიდა ქართლის ოცზე მეტი სოფლის თავადაზნაურობა გაძარცვა, მათი სახლ-კარი გადაწვა, ხოლო უმეტესობა ადგილზევე სიკვდილით დასაჯა. ამ დროს ქართული შეიარაღებული ძალები ოსმალეთის ფრონტზე იყო გადასროლილი. ი. ხარებოვის წინააღმდეგ სახალხო გვარდიის ნაწილები გაიგზავნა. 1918 წლის 13-14 მარტს, ოსმა ბოლშევიკებმა ჩრდილო კავკასიიდან მიღებულ შეიარაღებულ დამხმარე ძალებზე დაყრდნობით, ცხინვალისა და ჯავის რაიონებში ახალი აჯანყება წამოიწყეს, ცხინვალი აიღეს, გაძარცვეს და წამებით დახოცეს გიორგი მაჩაბელი, სანდრო კეცხოველი, პეტრე ეფრემიძე, კოსტა კაზიევი და სხვ. 140 გვარდიელი ტყვედ აიყვანეს. 19 მარტს ოსების ეროვნული საბჭოს სახელით ცხინვალში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა. ამიერკავკასიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ცხინვალის რაიონში ალ. კონიაშვილისა და ვ. ჯუღელის სარდლობით, სახალხო გვარდია გაიგზავნა. 22 მარტს ოსების აჯანყება ლიკვიდირებულ იქნა.

შემდეგი გამოსვლები 1918 წლის ივნისში საჩხერის რაიონში დაიწყო, რომელსაც ი.ხარებოვი ხელმძღვანელობდა. გამოსვლის მიზანი სამთავრობო ძალების შეჩერება, რკინიგზის დაკავება, ქუთაისზე გალაშქრება და საქართველოში ფართომასშტაბიანი აჯანყება იყო. აჯანყებულთა რაოდენობა 5000 კაცს აღწევდა. 1918 წლის 26 ივნისს აჯანყებულებმა საჩხერე აიღეს, თუმცა მალევე დაკარგეს სამთავრობო ძალების შეტევის შედეგად. 19 ივნისს დუშეთის მაზრის აჯანყებულმა ოსებმა ქალაქი აიღეს და 26 ივნისს დუშეთში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. სამთავრობო ძალების მაქსიმალური მობილიზაციის შემდეგ აჯანყებულები დამარცხდნენ, მაგრამ ეს გამარჯვება საქართველოს რესპუბლიკის ხაზინას 1 მილიარდ მანეთზე მეტი დაუჯდა. 1 მილიარდზე მეტს შეადგენდა აგრეთვე ცხინვალისა და საჩხერის რაიონებში აჯანყებული ოსი სეპარატისტების მიერ მიყენებული ზარალი.

შიდა ქართლის მთიან ზონაში ოსებით დასახლებულ სოფლებში, ბოლშევიკური ორგანიზაციების აქტიური წაქეზებისა და რუსეთისაგან დახმარების შედეგად, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ 1919 წლისათვის კვლავ დაიგეგმა საყოველთაო შეიარაღებული აჯანყება. ეს საკითხი „სამხრეთ ოსეთის“ ბოლშევიკური ორგანიზაციების პირველი არალეგარული კონფერენციის 1919 წლის 12 ივნისის სხდომაზე იქნა განხილული. იმავე საკითხზე რკპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტმა, 5 აგვისტოს მიღებული დადგენილებით, აჯანყების ეპიცენტრად როკის რაიონი გამოაცხადა. დასახული მიზნის განსახორციელებლად საბჭოთა რუსეთმა 1919 წლის 29 ივნისიდან 10 ნოემბრამდე მონაკვეთში რკპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტისადმი გამოყოფილი 40 მილიონ 367 ათასი (ოქროს კურსით) მანეთიდან დიდი ნაწილი ოსების აჯანყების მომზადებას მოახმარა. აჯანყების დაწყებიდან ორი დღით ადრე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული განყოფილების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დუშეთში აჯანყების მოსაწყობად გაგზავნილი ვლ. სუხიშვილი და გ. გაფრინდაშვილი დააპატიმრეს. იმავდროულად, დააპატიმრეს გორის მაზრის აჯანყების ცენტრის, თბილისის აჯანყების ბოლშევიკთა სამხედრო რევოლუციური შტაბისა და საბჭოს წევრთა უმეტესობა. მიუხედავად ამისა, 1919 წლის 7 აგვისტოს ოსების შეიარაღებული აჯანყება მაინც დაიწყო ჯავისა და როკის ხეობებში. ოქტომბრიდან ოსების აჯანყება გავრცელდა ოსებით დასახლებულ სხვა სოფლებშიც, მაგრამ წარმატება არ მოჰყოლია. აჯანყება დამარცხდა, მაგრამ ამის მისაღწევად საქართველოს ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა და ფინანსები დასჭირდა.

ოსთა რიგით მესამე მასშტაბური აჯანყება 1920 წლის მაისში დაიწყო, როცა ქართული ჯარის ნაწილები საბჭოთა რუსეთის XI არმიის სამხედრო შენაერთებს ქვეყნის საზღვრებთან ებრძოდა. „სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტის“ დადგენილებით, 1920 წლის 8 მაისს როკის რაიონში აჯანყებულმა ოსებმა საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. იმავდროულად მიიღეს ამ რაიონის რუსეთის სფს რესპუბლიკასთან შეერთების დადგენილებაც. აჯანყებულებს როკის ხეობის, კუდაროს, ქემერტის და ყორნისის ოსებიც შეუერთდნენ. იმავდროულად, შიდა ქართლის ტერიტორიაზე ჩრდილო ოსეთიდან როკის, ზეკარისა და მამისონის უღელტეხილებით სამ კოლონად შემოვიდა ოსთა პარტიზანული რაზმი ვ. სანაკოევის ხელმძღვანელობით, ისინი სოფ. ჯავაში შეერთდნენ და შემოიტანეს იარაღი აჯანყებულებისათვის. ახლად ფორმირებულ ოსურ რაზმებს ა. ჯატიევი, ა. აბაევი და მ. გაგლოევი ჩაუდგნენ სათავეში. 7 ივნისს აჯანყებულებმა ცხინვალი აიღეს, ხოლო 8 ივნისს ცხინვალის რაიონის მთელ ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. 1920 წლის 12 ივნისს ქართულმა ჯარმა (სარდალი გენერალი გ. კვინიტაძე. მეთაურები: ვ. ჯუღელი, ალ. კონიაშვილი, ალ. დგებუაძე, ნ(?). გედევანიშვილი) დაბა ცხინვალი აიღო, ხოლო 23 ივნისს ოსების უკანასკნელი ნარჩენები როკის უღელტეხილით ჩრდილოეთით განდევნა. ქართული ჯარის წარმატებულმა სამხედრო ოპერაციამ აჯანყების ლიკვიდაცია მოახდინა და შიდა ქართლის მოსახლეობა დევნილობისაგან იხსნა.

შოთა ვადაჭკორია

ლიტერატურა

შ. ვადაჭკორია, ოსური სეპარატიზმი და ქართული სინამდვილე (1917- 1925 წწ. ), თბ., 2017.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები