ოქროსბეწვიანი კრავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:13, 25 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოქროსბეწვიანი კრავი − იყო ერთი მარჯვე მონადირე. ისე არ დაბრუნდებოდა სანადიროდან, რომ რაიმე ნანადირევი არ მოეტანა. ხელცარიელი არასდროს დაბრუნებულა შინ. ერთხელ მთელი დღე იარა და ვერსად წააწყდა ნადირს მოსაკლავად. ბრუნდება უკან ხელმოცარული მონადირე, გზაში ფიქრობს, დამთავრდა ჩემი მონადირეობაო. ამ დროს იგრგვინა და დაუშვა კოკისპირულმა წვიმამ. დაუწყო ძებნა თავშესაფარს, ნახა ერთი გამოქვაბული, შევიდა შიგ და დაინახა, რომ რაღაც ანათებდა. როცა ახლოს მივიდა, ხედავს ოქროსბეწვიანი კრავი დგას გამოქვაბულში, ისეთი ლამაზი იყო, რომ კაცის თვალი იმაზე უკეთესს ვერაფერს ნახავდა. მონადირემ იფიქრა, ღმერთმა გამომიგზავნაო, დაიჩოქა და ილოცა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები