ოქროწკეპლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოქროწკეპლა

ოქროწკეპლა - (Solidago virgaurea L.); ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ხშირი, მოკლე შებუსვით. ფოთლები ხერხკბილაა. ფესვთანური ფოთლები მოგრძო, კვერცხისებურია ან ფართო, ნიჩბისებური, ზედა ფოთლები ლანცეტაა, მჯდომარე. ყვავილედები იღლიურია. გვირგვინი ყვითელია. განაპირა ყვავილების გადაღუნვა დიდია. ყვ. ნაყ. VI-X. მაღალმთის მცენარეა. იზრდება ტყის პირას, ბუჩქნარებში, სუბალპურ მდელოებსა და გაძოვილ ადგილებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები