ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Oqsfordis mokle saxelmZRvanelo.jpg

„ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში“ წარმოდგენას გვიქმნის ყველა კლინიკურ საკითხზე, რომელსაც უნდა იცნობდეს ფსიქიატრიის შემსწავლელი. ავტორები ყურადღებას ამახვილებენ ძირითად კლინიკურ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც აუცილებელია პაციენტის წვდომისა და გამოკვლევისთვის. მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოიცავს არა მხოლოდ მეცნიერულ მტკიცებულებებს, არამედ პრაქტიკული ხასიათის პრობლემებსაც, რომლებიც ჩნდება ცალკეული შემთხვევების მართვისას.

წიგნში წარმოდგენილი მასალა სრულყოფილადაა დაბალანსებული. ტექსტი გამდიდრებულია კლინიცისტისთვის ძალზე ღირებული მინიშნებებით, რომლებიც ავტორთა ჯგუფის დიდ პროფესიულ გამოცდილებას ემყარება. წარმოდგენილი პრობლემატიკის ფართო კონტექსტში განხილვა DSM და ICD კლასიფიკაციების ურთიერთშედარების ფონზე ამ სახელმძღვანლოს საერთაშორისო მნიშვნელობას ანიჭებს.

ამ სახელმძღვანელოს თარგმნა და გამოცემა ქართულ ენაზე, ვფიქრობთ, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მნიშვნელოვანი მოვლენაა და თანაბრად გამოიწვევს სპეციალისტთა ახალი თაობებისა და გამოცდილი პროფესიონალების დაინტერესებას. ინგლისურ ენაზე წიგნი უკვე რამდენჯერმე გამოიცა და დაიმსახურა მკითხველის მაღალი შეფასება. ის პროფესიონალების მიერ ამ ტიპის სახელმძღვანელოების საუკეთესო ნიმუშად არის აღიარებული.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის მოკლე სახელმძღვანელო ძირითადად განკუთვნილია ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალების, ლექტორებისა და სტუდენტებისთვის. თუმცა, ადვილად გასაგებ ენაზე მოწოდებული მასალა მკითხველთა ფართო წრისთვისაც ხელმისაწვდომს ხდის მას.

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები