ოცხელი იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Ocxeli ioseb.jpg|thumb|'''იოსებ ოცხელი''']]
 
'''ოცხელი იოსებ''' - (16.IX.1865, ქუთაისი - 27.III.1919, ქუთაისი) - [[ქართველები|ქართველი]] პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.  
 
'''ოცხელი იოსებ''' - (16.IX.1865, ქუთაისი - 27.III.1919, ქუთაისი) - [[ქართველები|ქართველი]] პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.  
  
ხაზი 7: ხაზი 8:
 
1918-1919 სასწავლო წელს ამ გიმნაზიის დირექტორი იყო. 1919 წლის 28 მარტს სილოვან ხუნდაძე უდეპეშებდა განათლების მინისტრს, რომ მოულოდნელად, პარტახტიანი ტიფით, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა იოსებ ოცხელი. ჯერ ჩვეულებრივ სასაფლაოზე დაკრძალეს, შემდეგ გადაასვენეს მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი ანდერძის თანახმად, დაკრძალვისათვის განკუთვნილი თანხის ნაწილი ჩაირიცხა ოცხელის სასტიპენდიო ფონდში, რომელსაც გაჭირვებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს აძლევდნენ. ოცხელის ადგილზე ქუთაისის II გიმნაზიის დირექტორად სილოვან ხუნდაძე აირჩიეს.
 
ი. ოცხელის აღზრდილთა შორის არიან: აკადემიკოსები დიმიტრი უზნაძე, კონსტანტინე ერისთავი და [[ალექსანდრე ჯანელიძე]], პროფესორი სევერიან ბუაძე, პროფესორი ვიქტორ ნოზაძე, მწერალი-აკადემიკოსი [[კონსტანტინე გამსახურდია]] და სხვა მოღვაწენი.  
 
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::დოდო ჭუმბურიძე
+
 
 +
:::::::::::::::::::::::::::::::::'''''დოდო ჭუმბურიძე'''''
  
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==

14:07, 18 აპრილი 2019-ის ვერსია

იოსებ ოცხელი

ოცხელი იოსებ - (16.IX.1865, ქუთაისი - 27.III.1919, ქუთაისი) - ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

აღმსარებლობით კათოლიკემ დაწყებითი სწავლა კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო, საშუალო განათლება ვაჟთა გიმნაზიაში. 1885 წელს ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულეტი პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. შემდეგ მუშაობდა ქუთაისის გუბერნიის კანცელარიის მმართველად და თბილისის სახელმწიფო ბანკის თანამშრომლად. 1900 წლიდან შეუდგა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1901 „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“, ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, იგი დაამტკიცა ქუთაისის პირველი ქართული სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად. 1905 წელს ოცხელისა და სილოვან ხუნდაძის თაოსნობით, ეს სკოლა გადაკეთდა ქართულ კერძო სათავადაზნაურო გიმნაზიად. მისი ინიციატივითა და გულმოდგინებით დაარსდა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტი, სადაც არაერთი მოღვაწე (გრიგოლ რობაქიძე, სილოვან ხუნდაძე, ალექსანდრე წერეთელი, ვასილ წერეთელი, დიმიტრი უზნაძე და სხვანი) კითხულობდა ლექციებს. მისმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სახელი გაუთქვა ქუთაისის ქართულ გიმნაზიას.

1918-1919 სასწავლო წელს ამ გიმნაზიის დირექტორი იყო. 1919 წლის 28 მარტს სილოვან ხუნდაძე უდეპეშებდა განათლების მინისტრს, რომ მოულოდნელად, პარტახტიანი ტიფით, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა იოსებ ოცხელი. ჯერ ჩვეულებრივ სასაფლაოზე დაკრძალეს, შემდეგ გადაასვენეს მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი ანდერძის თანახმად, დაკრძალვისათვის განკუთვნილი თანხის ნაწილი ჩაირიცხა ოცხელის სასტიპენდიო ფონდში, რომელსაც გაჭირვებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს აძლევდნენ. ოცხელის ადგილზე ქუთაისის II გიმნაზიის დირექტორად სილოვან ხუნდაძე აირჩიეს. ი. ოცხელის აღზრდილთა შორის არიან: აკადემიკოსები დიმიტრი უზნაძე, კონსტანტინე ერისთავი და ალექსანდრე ჯანელიძე, პროფესორი სევერიან ბუაძე, პროფესორი ვიქტორ ნოზაძე, მწერალი-აკადემიკოსი კონსტანტინე გამსახურდია და სხვა მოღვაწენი.

დოდო ჭუმბურიძე

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. VII, თბ., 1984;
  • სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, წიგნი I, საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს პედაგოგიკურ მეცნ. ინსტ-ის გამომც., თბ., 1953;
  • ი. გოგებაშვილი, რჩეული პუბლიცისტრი და პედაგოგიური ნაწერები, თბ., 1940.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები