ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე)“ გადაიტანა გვერდზე „[[პავლე (ეპისკოპ...)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Pavle episkoposi.jpg|thumb|''პავლე (ეპისკოპოსი)''']]
 
'''პავლე''' - (ერისკაცობაში პახუმ პლატონის ძე ჯაფარიძე) (01.V.1888, შორაპნის მაზრა, სოფ. ხრეითი – 03.XI.1929, თბილისი) - [[ეპისკოპოსი]].
 
'''პავლე''' - (ერისკაცობაში პახუმ პლატონის ძე ჯაფარიძე) (01.V.1888, შორაპნის მაზრა, სოფ. ხრეითი – 03.XI.1929, თბილისი) - [[ეპისკოპოსი]].
  
ხაზი 10: ხაზი 11:
 
1924 წლის 18 აპრილს შეიკრიბა დაპატიმრებას გადარჩენილი საკათალიკოსო საბჭოს შემადგენლობა. მსჯელობის შემდეგ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება არქიმანდრიტი პავლეს ეპისკოპოსად გამორჩევის შესახებ. მას ჩაბარდა წილკნის [[ეპარქია]]. იყო გაწონასწორებული, მიუკერძოებელი სასულიერო
 
პირი, ამიტომ არაერთხელ დაასახელეს უწმიდესი და უნეტარესი [[ამბროსი კათოლიკოს-პატრიარქი|ამბროსის]] მოვალეობის შემსრულებლად, მაგრამ ხშირი ავადმყოფობის გამო მას არ შეეძლო ამ დიდი ტვირთვის ზიდვა. 1928 წლის 26 მარტიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველია. აფხაზეთის ნოტიო ჰავამ უარყოფითად იმოქმედა მასზე, რის გამოც დააბრუნეს სვეტიცხოველში, სადაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ახერხებდა თავისი მრევლისათვის გაეწია სულიერი შემწეობა. მრევლი დიდად აფასებდა მის სიწმინდესა და უბრალოებას. მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. 1929 წლის თებერვალში სამკურნალოდ ალექსანდრეს საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა. დაიკრძალა სვეტიცხოვლის ეზოში.
 
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::მიხეილ ქართველიშვილი
+
 
 +
:::::::::::::::::::::::::::'''''მიხეილ ქართველიშვილი'''''
  
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==

14:15, 18 აპრილი 2019-ის ვერსია

პავლე (ეპისკოპოსი)'

პავლე - (ერისკაცობაში პახუმ პლატონის ძე ჯაფარიძე) (01.V.1888, შორაპნის მაზრა, სოფ. ხრეითი – 03.XI.1929, თბილისი) - ეპისკოპოსი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ბავშობიდანვე გატაცებული იყო სასულიერო წიგნებით, ღვთისმსახურებაში მონაწილეობის სურვილით, სხვადასხვა მონასტრებში იყო მორჩილი, წიგნის მკითხველი. ქუთაისის საქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1906 წლს, გაემგზავრა ათონზე, სადაც 1907 წლის 18 აგვისტოს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად პავლე. 1910 წელს დაბრუნდა საქართველოში, სადაც გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა, ლეონიდემ, ხელი დაასხა მღვდელმონაზვნად შიომღვიმის მონასტერში.

1918 წელს საბუთები შეიტანა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ, როცა ბოლშევიკებმა დაიწყეს ეკლესია-მონასტრების ნგრევა, საეკლესიო სიწმიდეების შეურაცხყოფა, მიატოვა უნივერსიტეტი და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წინამძღვრის მოადგილედ დაბრუნდა, სადაც ამხნევებდა მრევლს და ცდილობდა მათში სამშობლოსა და სარწმუნოების სიყვარულის შენარჩუნებას. ბოლშევიკური საოკუპაციო ჯარების თბილისში შემოსვლამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, საეკლესიო განძი და სიწმინდეები სასწრაფოდ განერიდებინათ თბილისიდან. კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ არქიმანდრიტ პავლეს და ეპისკოპოს დავითს (კაჭახიძე) დაავალა ქუთაისში გაჰყოლოდნენ განძს და დაებინავებინათ იგი ქუთათელი მიტროპოლიტის, ნაზარის, საეპარქიო სახლის სარდაფში. ბოლშევიკებმა ერთი სულმოკლე ადამიანის მეშვეობით მიაგნეს განძს, ამოიღეს და დაიტაცეს. არქიმანდრიტი პავლე 1924 წლის მარტში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, გაასამართლეს. ბრალდების შინაარსი ასეთი იყო - რატომ არ აცნობა მან საბჭოთა ხელისუფლებას განძეულის ადგილსამყოფელის შესახებ. არქიმანდრიტმა პავლემ სასამართლოზე განაცხადა, რომ იგი ასრულებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი ლეონიდეს ლოცვა-კურთხევას და იცავდა პატრიარქისათვის მოცემულ სიტყვას განძეულის ადგილსამყოფელის საიდუმლოდ შენახვის შესახებ. სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა.

1924 წლის 18 აპრილს შეიკრიბა დაპატიმრებას გადარჩენილი საკათალიკოსო საბჭოს შემადგენლობა. მსჯელობის შემდეგ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება არქიმანდრიტი პავლეს ეპისკოპოსად გამორჩევის შესახებ. მას ჩაბარდა წილკნის ეპარქია. იყო გაწონასწორებული, მიუკერძოებელი სასულიერო პირი, ამიტომ არაერთხელ დაასახელეს უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის მოვალეობის შემსრულებლად, მაგრამ ხშირი ავადმყოფობის გამო მას არ შეეძლო ამ დიდი ტვირთვის ზიდვა. 1928 წლის 26 მარტიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველია. აფხაზეთის ნოტიო ჰავამ უარყოფითად იმოქმედა მასზე, რის გამოც დააბრუნეს სვეტიცხოველში, სადაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ახერხებდა თავისი მრევლისათვის გაეწია სულიერი შემწეობა. მრევლი დიდად აფასებდა მის სიწმინდესა და უბრალოებას. მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. 1929 წლის თებერვალში სამკურნალოდ ალექსანდრეს საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც გარდაიცვალა. დაიკრძალა სვეტიცხოვლის ეზოში.

მიხეილ ქართველიშვილი

ლიტერატურა

  • ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში), თბ., 2010;
  • გ. მჭედლიძე, მ. კეზევაძე, ქუთაის-გაენათის ეპარქია: ისტორია და თანამედროვეობა, თბ., 2005.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პავლე (ეპისკოპოსი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები