პანიკური აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(კლინიკური მახასიათებლები)
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
==== კლინიკური მახასიათებლები ====
 
==== კლინიკური მახასიათებლები ====
პანიკის შეტევის სიმპტომები 1 ცხრილშია მოცემული. არ არის აუცილებელი, რომ პაციენტს ყველა სიმპტომი ერთდროულად აღენიშნებოდეს. DSM-IV-ის მიხედვით, დიაგნოზის დასასმელად საკმარისია მინიმუმ ოთხი სიმპტომის არსებობა. პანიკის შეტევების მნიშვნელოვან დამახასიათებელ ნიშან თვისებას წარმოადგენს ის, რომ:
+
პანიკის შეტევის სიმპტომები ცხრილშია მოცემული. არ არის აუცილებელი, რომ პაციენტს ყველა სიმპტომი ერთდროულად აღენიშნებოდეს. DSM-IV-ის მიხედვით, დიაგნოზის დასასმელად საკმარისია მინიმუმ ოთხი სიმპტომის არსებობა. პანიკის შეტევების მნიშვნელოვან დამახასიათებელ ნიშან თვისებას წარმოადგენს ის, რომ:
  
 
* შფოთვა სწრაფად აღმოცენდება
 
* შფოთვა სწრაფად აღმოცენდება
ხაზი 20: ხაზი 20:
 
:{| class="wikitable"
 
:{| class="wikitable"
 
|-
 
|-
! ცხრილი 1 პანიკის შეტევის სიმპტომები (DSM-IV)
+
! პანიკის შეტევის სიმპტომები (DSM-IV)
 
|-
 
|-
 
|  
 
|  
ხაზი 37: ხაზი 37:
 
* გაგიჟების ან არაკონტროლირებული ქმედების განხორციელების შიში
 
* გაგიჟების ან არაკონტროლირებული ქმედების განხორციელების შიში
 
|}
 
|}
 
 
 
 
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[კატეგორია:პანიკური აშლილობა]]
 
[[კატეგორია:პანიკური აშლილობა]]

15:48, 16 ოქტომბერი 2018-ის ვერსია

პანიკური აშლილობა - (ეპიზოდური პაროქსიზმული შფოთვა) - (F41.0), (panic disorder; episodic paroxysmal anxiety), ძირითადი ნიშანია შფოთვის განმეორებითი შეტევები, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციას ან მოვლენას არ უკავშირდება და ამიტომაც მათი წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია.

შფოთვითი აშლილობების სხვა, დომინანტური სიმპტომები სხვადასხვა პაციენტს განსხვავებული აქვს. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს მოულოდნელად დაწყებული გულისცემის, გაძლიერებული პულსაციის, გულმკერდის არეში ტკივილის, ჰაერის უკმარისობის, თავბრუსსვევის ან არარეალურობის განცდის (დეპერსონალიზაცია ან დერეალიზაცია) სახით. ასევე ხშირია მეორადი სიმპტომები სიკვდილის, საკუთარ თავზე და მოვლენათა მიმდინარეობაზე კონტროლის დაკარგვის ან გაგიჟების შიშის სახით.

პანიკური აშლილობა უნდა განვასხვავოთ პანიკური შეტევებისაგან, რომლებიც აღმოცენდება უკვე დიაგნოზირებული შფოთვით-ფობიური აშლილობის ჩარჩოებში. დეპრესიისას პანიკის შეტევა შეიძლება მეორადი იყოს. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

მიუხედავად იმისა, რომ პანიკური აშლილობის დიაგნოზი პირველად გაჩნდა 1980 წელს, როდესაც ის ერთ-ერთი დიაგნოსტიკური კატეგორიის სახით DSM-III კლასიფიკაციაში შეიტანეს, უკვე ასზე მეტი წელია, რაც მეცნიერები მსგავს შემთხვევებს სხვადასხვა სახელით აღწერენ. ამ აშლილობის ძირითად ნიშან-თვისებას პანიკის შეტევები წაროადგენს, ანუ შფოთვის უეცარი შეტევები, რომლის დროსაც დომინირებს სომატური სიმპტომები. სომატურ სიმპტომებს თან ახლავს ჯანმრთელობის სერიოზული გართულების შიში (მაგ., გულის შეტევის შიში). წარსულში ასეთ სიმპტომებს კარდიონევროზს, და კოსტას სინდრომს (Da Costa’s syndrome), ნეიროცირკულარულ ასთენიას, გულის ფუნქციონირების დარღვევას ან გადაღლის სინდრომს უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე ითვლებოდა, რომ პაციენტი სწორია, როდესაც გულის ფუნქციონირების დარღვევის ეშინია. მოგვიანებით, ზოგიერთმა ავტორმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პაციენტების მდგომარეობა შეიძლება ფსიქოლოგიური მიზეზებით ყოფილიყო გამოწვეული. თუმცა, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს (როდესაც პანიკის შეტევების მიმართ ინტერესი კვლავ განახლდა) ვუდმა (Wood, 1941) დაასაბუთა, რომ ასეთი მდგომარეობა შფოთვითი აშლილობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. მას შემდეგ, 1980 წლამდე, პანიკის შეტევების მქონე პაციენტებს გენერალიზებული ან ფობიკური აშლილობის დიაგნოზს უსვამდნენ. 1980 წელს DSM-III-ის ავტორებმა შემოიტანეს ახალი დიაგნოსტიკური კატეგორია - პანიკური აშლილობა. პანიკური აშლილობის კატეგორიას მიაკუთვნებდნენ ისეთ პაციენტებს, რომლებთანაც პანიკის შეტევები გენერალიზებულ შფოთვასთან ერთად ან მის გარეშე იჩენდა თავს. პაციენტები, რომლებსაც პანიკის შეტევები აგორაფობიის ფონზე უვითარდებოდათ, ამ კატეგორიში არ შედიოდნენ. DSM-IV-ის მიხედვით, პაციენტები, რომლებსაც ხშირად აქვთ პანიკის შეტევები (იმისდა მიუხედავად, აქვთ თუ არა აგორაფობია) პანიკური აშლილობის კატეგორიაში ერთიანდებიან. პანიკური აშლილობის კატეგორია ICD-10-შიც არის მოცემული, მაგრამ DSM-IV-ისგან განსხვავებით პანიკური აშლილობის დიაგნოსტირება არ ხდება ისეთ პაციენტებთან, რომლებსაც პანიკის შეტევებთან ერთად აგორაფობიაც აღენიშნებათ.

კლინიკური მახასიათებლები

პანიკის შეტევის სიმპტომები ცხრილშია მოცემული. არ არის აუცილებელი, რომ პაციენტს ყველა სიმპტომი ერთდროულად აღენიშნებოდეს. DSM-IV-ის მიხედვით, დიაგნოზის დასასმელად საკმარისია მინიმუმ ოთხი სიმპტომის არსებობა. პანიკის შეტევების მნიშვნელოვან დამახასიათებელ ნიშან თვისებას წარმოადგენს ის, რომ:

  • შფოთვა სწრაფად აღმოცენდება
  • სიმპტომები მძიმეა
  • პიროვნებას აქვს კატასტროფული შედეგების შიში

ზოგიერთი პაციენტისათვის, სხვა სიმპტომებთან ერთად დამახასიათებელია ჰიპერვენტილაციაც, რომელიც, თავის მხრივ, ზემოქმედებს სხვა სიმპტომებზე.

პანიკის შეტევის სიმპტომები (DSM-IV)
  • ქოშინი, რომელსაც თანს სდევს სუნთქვის უკამრისობის უსიამოვნო შეგრძნება
  • გაგუდვის შეგრძნება
  • გახშირებული გულისცემა
  • დისკომფორტი ან ტკივილი გულმკერდის არეში
  • ოფლიანობა
  • თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება
  • გულისრევის შეგრძნება ან აბდომინალური დისკომფორტი
  • დეპერსონალიზაცია ან დერეალიზაცია
  • მგრძნობელობის დაკარგვა ან ჩხვლეტის შეგრძნება
  • სახის უეცარი სიწითლე ან შემცივნება
  • კანკალი
  • სიკვდილის შიში
  • გაგიჟების ან არაკონტროლირებული ქმედების განხორციელების შიში

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები