პაპავა აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Papava akaki..jpg|thumb|200პქ|'''აკაკი პაპავა''']]
 
[[ფაილი:Papava akaki..jpg|thumb|200პქ|'''აკაკი პაპავა''']]
'''აკაკი ამბაკოს ძე პაპავა''' (დ. 1890,   ქ. სამტრედია). [[ქართველები|ქართველი]]. ვექილი.  
+
'''პაპავა აკაკი''' (1890, სამტრედია - 27.VII.1964) - ცნობილი ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტი.  
  
თფილისის ადრესი – სომხების ბაზარი №3.
+
====ბიოგრაფია====
 +
პირველდაწყებითი განათლება სამტრედიაში მიიღო, ჯერ ნიკოლაძის ნორმალურ სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ ქუთაისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა. შემდეგ შევიდა იურიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. დორპტში სწავლისას რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა [[ქართველები|ქართველ]] სტუდენტთა სათვისტომოს. აქვე დააარსა არჩილ ჯორჯაძის სახელობის სალიტერატურო-სამეცნიეროი წრე.  
  
==პარტიული რწმენა==
+
ქართველი საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მიიპყრო, როცა [[საქართველო|საქართველოს]] ქალაქებსა და დაბებში კითხულობდა ლექციებს ქართულ ლიტერატურაზე, ეწეოდა საზოგდოებრივ მოღვაწეობას. მისი პირველი წერილები 1910-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა ქართული გაზეთებში:
სოციალისტ-ფედერალისტი
+
„იმერეთი”, „კოლხიდა”, „თემი”, „ერი”, „[[თეატრი და ცხოვრება (ჟურნალი)|თეატრი და ცხოვრება]]”, „[[პრომეთე (ჟურნალი)|პრომეთე]]”, „ლომისი”, „სახალხო გაზეთი” და სხვ.
  
==განათლება==
+
1912 დააპატიმრეს [[რუსეთი|რუსეთში]] და ადმინისტრაციული სასჯელი მისცეს სოციალ-ფედერალისტთა კონფერენციაში მონაწილეობისათვის. 1914 მონაწილეობდა საქართველოს სათეატრო მოღვაწეთა პირველი ყრილობის მუშაობაში, ხოლო ქართველ მწერალთა საერთო ყრილობამ მწერალთა კავშირის
პირველდაწყებითი სწავლა მიიღო კულაშის ნორმალურ სასწავლებელში, რის შემდგომ შევიდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. შემდეგ გაემგზავრა დორპატში (იურევში) საცა 1 წელი დაჰყო ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მეორე წელს გადაერიცხა იურიდიულ ფაკულტეტზე. ხოლო სახელმწიფო ეგზამენები ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტში
+
მეორე თავმჯდომარედ დანიშნა. [[I მსოფლიო ომი 1914–18|I მსოფლიო ომის]] წლებში [[სამხედრო სამსახური|სამხედრო სამსახურში]], კავკასიის ფრონტზე გაიწვიეს, სადაც აირჩიეს კავკასიის ჯარისკაცთა საბჭოს წევრად.
  
==განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები==
+
1917 წლის რევოლუციამ კავკასიის ფრონტზე მოუსწრო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო ქალაქის საბჭოს ხმოსანი, ქალაქის გამგეობის წევრი, 1918 წელს გახდა [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს წევრი. ამ დროს იყო ნაფიცი ვექილის თანაშემწე ქალაქ ჭიათურაში. 1918-21 წლებში მისი პუბლიცისტური წერილები ქვეყნდებოდა გაზეთ „სახალხო საქმეში“.
1915 წელს. დორპატში ყოფნის დროს რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა ქართ. სტუდ. სათვისტომოს, რომლის თავმჯდომარედ ითვლებოდა, აქვე მისი მეთაურობით დაარსდა [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001201/ არჩ. ჯორჯაძის] სახელობის სალიტერატურო სამეცნიერო წრე, რომლის თავმჯდომარედაც იქმნა არჩეული. აკ. პაპავა მოწაფეობის დროიდან იღებდა მონაწილეობას სხვა და სხვა პერიოდულ და არაპერიოდულ გამოცემებში. სწერდა და სხვა და სხვა ადგილას (რუსეთში და ჩვენში) კითხულობდა საჯარო ლექციებს ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. უმეტესად მისი კრიტიკული წერილები შეეხება თანამედროვე ქართულ პოეზიას, თეატრს და ხელოვნებას. კრიტიკულ წერილების გარდა, მას აქვს რამდენიმე მოთხრობაც და საზოგადოდ ბელეტრისტულ ხასითის ნაწარმოებნი; ერთ ასეთ ნაწარმოებისათვის ქარ. სიტყვა-კაზ. მწერლ. საზოგადოებამ საკონკურსო პრემია მიუსაჯა. აგრეთვე სწერდა პოლიტიკურ და სოციალურ ხასიათის წერილებს სხვა და სხვა ფსევდონიმებით. ქუთაისის და ტფილისის ჟურნალ-გაზეთებში ბოლო დროს იგი რედაქტორობდა სამხატვრო-სამეცნიერო ჟურნალ „პრომეთეს“ ს და ითვლება [[საქართველო|საქართველოს]] მწერალთა კონფერენციის მიერ არჩეულ საბჭოში.
+
  
1912 წლ. დაპატიმრებულ იქმნა რუსეთში ადმინისტრატიულის წესით სტუდენტ ს.-. პარტიის კონფერენციაზე მონაწილეობისათვის. 1915 წლიდან მსახურებდა ზემგორში, შემდეგ კავკასიის ფრონტზე იყო გაგზავნილი, საცა დრო-გამოშვებით დაჰყო რევოლიუციამდე, რის შემდეგ ტფილისში იქმნა დატოვებული, როგორც წევრი საფრონტო ყრილობისა; ამას შემდეგ იგი ირიცხებოდა მ. და . დეპ. საბჭოს და „კრაევოის ცენტრის“ წევრად. მეორე კონფერენციაზე იქმნა არჩეული სოც.-ფედ. პარტიის მთავარ კომიტეტის წევრად.
+
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ხელმძღვანელობდა მწერალთა კავშირის განყოფილებას, რედაქტორობდა ორკვირეულ სახელოვნო-საინფორმაციო ჟურნალ „ხელოვნებას”. 1922 წელს [[გერმანია|გერმანიაში]], ბერლინში მიემგზავრება. 1923 ოჯახიც უერთდება და მეუღლესთან, თამართან, ერთად უცხოეთში იწყებს ერთობლივ ლიტერატურულ და მეცნიერულ საქმიანობას. 1949 წლიდან [[არგენტინა|არგენტინაში]] დასახლდა. ამ პერიოდიდან ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში - „კავკასიონი”, „ბედი ქართლისა”, „მამული”, „სახალხო გაზეთი”. წერდა ნოველებს, რომანებს, იყო დრამატურგიც და ისტორიის მკვლევარიც. 1956 ბუენოს-აირესში მეუღლესთან ერთად გამოსცა წიგნი: „მარიამ, უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი”. საინტერესო წერილები მიუძღვნა შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავს. მისი წერილი - „ვეფხისტყაოსანი” და მისი ავტორი” 1966 პარიზში „კავკასიონის” საგანგებო ნომერში გამოქვეყნდა.  
  
ამხანად იგი ითვლება ქალაქთა კავშირის მთავარ კომიტეტის და მომარაგების კომიტეტის წევრად.
+
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პაპავების ღვაწლი უცხოეთში გაბნეული ქართული რელიკვიებისა და არტეფაქტების მოძიებისა და გადარჩენის საქმეში, მათ
 +
შორისაა თბილისის სიონის [[საკურთხეველი|საკურთხევლის]] ოქროსა და ვერცხლის მკედით ნაქარგი გადასაფარებელი, რომელსაც ბერლინში წააწყდა.
 +
ქართველმა ემიგრანტებმა იგი შეიძინეს - ინახებოდა პაპავების ოჯახში. დიდი ხნის შემდეგ, რეზო თაბუკაშვილის ხელით, საქართველოში დაბრუნდა და დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. გარდაიცვალა არგენტინაში. ანდერძის თანახმად, გადაასვენეს [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] და ლევილში, ქართველთა სავანეში დაკრძალეს.
 +
 
 +
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::''დოდო ჭუმბურიძე''
 +
 
 +
==ლიტერატურა==
 +
გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. I, თბ., 1991.
  
 
==იხილეთ აგრეთვე==
 
==იხილეთ აგრეთვე==
ხაზი 22: ხაზი 29:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
+
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
 +
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი ფილოლოგები]]‏‎
 +
[[კატეგორია:საქართველოს საზოგადო მოღვაწეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]]

11:34, 18 აპრილი 2019-ის ვერსია

ფაილი:Papava akaki..jpg
აკაკი პაპავა

პაპავა აკაკი - (1890, სამტრედია - 27.VII.1964) - ცნობილი ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

პირველდაწყებითი განათლება სამტრედიაში მიიღო, ჯერ ნიკოლაძის ნორმალურ სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ ქუთაისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა. შემდეგ შევიდა იურიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. დორპტში სწავლისას რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს. აქვე დააარსა არჩილ ჯორჯაძის სახელობის სალიტერატურო-სამეცნიეროი წრე.

ქართველი საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მიიპყრო, როცა საქართველოს ქალაქებსა და დაბებში კითხულობდა ლექციებს ქართულ ლიტერატურაზე, ეწეოდა საზოგდოებრივ მოღვაწეობას. მისი პირველი წერილები 1910-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა ქართული გაზეთებში: „იმერეთი”, „კოლხიდა”, „თემი”, „ერი”, „თეატრი და ცხოვრება”, „პრომეთე”, „ლომისი”, „სახალხო გაზეთი” და სხვ.

1912 დააპატიმრეს რუსეთში და ადმინისტრაციული სასჯელი მისცეს სოციალ-ფედერალისტთა კონფერენციაში მონაწილეობისათვის. 1914 მონაწილეობდა საქართველოს სათეატრო მოღვაწეთა პირველი ყრილობის მუშაობაში, ხოლო ქართველ მწერალთა საერთო ყრილობამ მწერალთა კავშირის მეორე თავმჯდომარედ დანიშნა. I მსოფლიო ომის წლებში სამხედრო სამსახურში, კავკასიის ფრონტზე გაიწვიეს, სადაც აირჩიეს კავკასიის ჯარისკაცთა საბჭოს წევრად.

1917 წლის რევოლუციამ კავკასიის ფრონტზე მოუსწრო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო ქალაქის საბჭოს ხმოსანი, ქალაქის გამგეობის წევრი, 1918 წელს გახდა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. ამ დროს იყო ნაფიცი ვექილის თანაშემწე ქალაქ ჭიათურაში. 1918-21 წლებში მისი პუბლიცისტური წერილები ქვეყნდებოდა გაზეთ „სახალხო საქმეში“.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ხელმძღვანელობდა მწერალთა კავშირის განყოფილებას, რედაქტორობდა ორკვირეულ სახელოვნო-საინფორმაციო ჟურნალ „ხელოვნებას”. 1922 წელს გერმანიაში, ბერლინში მიემგზავრება. 1923 ოჯახიც უერთდება და მეუღლესთან, თამართან, ერთად უცხოეთში იწყებს ერთობლივ ლიტერატურულ და მეცნიერულ საქმიანობას. 1949 წლიდან არგენტინაში დასახლდა. ამ პერიოდიდან ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში - „კავკასიონი”, „ბედი ქართლისა”, „მამული”, „სახალხო გაზეთი”. წერდა ნოველებს, რომანებს, იყო დრამატურგიც და ისტორიის მკვლევარიც. 1956 ბუენოს-აირესში მეუღლესთან ერთად გამოსცა წიგნი: „მარიამ, უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი”. საინტერესო წერილები მიუძღვნა შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავს. მისი წერილი - „ვეფხისტყაოსანი” და მისი ავტორი” 1966 პარიზში „კავკასიონის” საგანგებო ნომერში გამოქვეყნდა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პაპავების ღვაწლი უცხოეთში გაბნეული ქართული რელიკვიებისა და არტეფაქტების მოძიებისა და გადარჩენის საქმეში, მათ შორისაა თბილისის სიონის საკურთხევლის ოქროსა და ვერცხლის მკედით ნაქარგი გადასაფარებელი, რომელსაც ბერლინში წააწყდა. ქართველმა ემიგრანტებმა იგი შეიძინეს - ინახებოდა პაპავების ოჯახში. დიდი ხნის შემდეგ, რეზო თაბუკაშვილის ხელით, საქართველოში დაბრუნდა და დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. გარდაიცვალა არგენტინაში. ანდერძის თანახმად, გადაასვენეს საფრანგეთში და ლევილში, ქართველთა სავანეში დაკრძალეს.

დოდო ჭუმბურიძე

ლიტერატურა

გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. I, თბ., 1991.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები