პაპავა აკაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 31: ხაზი 31:
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
 +
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]‏‎
 +
[[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
[[კატეგორია:ქართველი ფილოლოგები]]‏‎
 
 
[[კატეგორია:საქართველოს საზოგადო მოღვაწეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს საზოგადო მოღვაწეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]]

11:35, 18 აპრილი 2019-ის ვერსია

ფაილი:Papava akaki..jpg
აკაკი პაპავა

პაპავა აკაკი - (1890, სამტრედია - 27.VII.1964) - ცნობილი ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

პირველდაწყებითი განათლება სამტრედიაში მიიღო, ჯერ ნიკოლაძის ნორმალურ სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ ქუთაისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა. შემდეგ შევიდა იურიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, საიდანაც მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. დორპტში სწავლისას რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს. აქვე დააარსა არჩილ ჯორჯაძის სახელობის სალიტერატურო-სამეცნიეროი წრე.

ქართველი საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მიიპყრო, როცა საქართველოს ქალაქებსა და დაბებში კითხულობდა ლექციებს ქართულ ლიტერატურაზე, ეწეოდა საზოგდოებრივ მოღვაწეობას. მისი პირველი წერილები 1910-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა ქართული გაზეთებში: „იმერეთი”, „კოლხიდა”, „თემი”, „ერი”, „თეატრი და ცხოვრება”, „პრომეთე”, „ლომისი”, „სახალხო გაზეთი” და სხვ.

1912 დააპატიმრეს რუსეთში და ადმინისტრაციული სასჯელი მისცეს სოციალ-ფედერალისტთა კონფერენციაში მონაწილეობისათვის. 1914 მონაწილეობდა საქართველოს სათეატრო მოღვაწეთა პირველი ყრილობის მუშაობაში, ხოლო ქართველ მწერალთა საერთო ყრილობამ მწერალთა კავშირის მეორე თავმჯდომარედ დანიშნა. I მსოფლიო ომის წლებში სამხედრო სამსახურში, კავკასიის ფრონტზე გაიწვიეს, სადაც აირჩიეს კავკასიის ჯარისკაცთა საბჭოს წევრად.

1917 წლის რევოლუციამ კავკასიის ფრონტზე მოუსწრო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო ქალაქის საბჭოს ხმოსანი, ქალაქის გამგეობის წევრი, 1918 წელს გახდა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. ამ დროს იყო ნაფიცი ვექილის თანაშემწე ქალაქ ჭიათურაში. 1918-21 წლებში მისი პუბლიცისტური წერილები ქვეყნდებოდა გაზეთ „სახალხო საქმეში“.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ხელმძღვანელობდა მწერალთა კავშირის განყოფილებას, რედაქტორობდა ორკვირეულ სახელოვნო-საინფორმაციო ჟურნალ „ხელოვნებას”. 1922 წელს გერმანიაში, ბერლინში მიემგზავრება. 1923 ოჯახიც უერთდება და მეუღლესთან, თამართან, ერთად უცხოეთში იწყებს ერთობლივ ლიტერატურულ და მეცნიერულ საქმიანობას. 1949 წლიდან არგენტინაში დასახლდა. ამ პერიოდიდან ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში - „კავკასიონი”, „ბედი ქართლისა”, „მამული”, „სახალხო გაზეთი”. წერდა ნოველებს, რომანებს, იყო დრამატურგიც და ისტორიის მკვლევარიც. 1956 ბუენოს-აირესში მეუღლესთან ერთად გამოსცა წიგნი: „მარიამ, უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი”. საინტერესო წერილები მიუძღვნა შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავს. მისი წერილი - „ვეფხისტყაოსანი” და მისი ავტორი” 1966 პარიზში „კავკასიონის” საგანგებო ნომერში გამოქვეყნდა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პაპავების ღვაწლი უცხოეთში გაბნეული ქართული რელიკვიებისა და არტეფაქტების მოძიებისა და გადარჩენის საქმეში, მათ შორისაა თბილისის სიონის საკურთხევლის ოქროსა და ვერცხლის მკედით ნაქარგი გადასაფარებელი, რომელსაც ბერლინში წააწყდა. ქართველმა ემიგრანტებმა იგი შეიძინეს - ინახებოდა პაპავების ოჯახში. დიდი ხნის შემდეგ, რეზო თაბუკაშვილის ხელით, საქართველოში დაბრუნდა და დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. გარდაიცვალა არგენტინაში. ანდერძის თანახმად, გადაასვენეს საფრანგეთში და ლევილში, ქართველთა სავანეში დაკრძალეს.

დოდო ჭუმბურიძე

ლიტერატურა

გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. I, თბ., 1991.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები