პარაკლისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:32, 30 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარაკლისი - (ბერძ.) მანუგეშებელი; „თხოვნა“, „გულმოდგინე ვედრება“, „ნუგეში“ არის სავედრებელი ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი ან სხვა წმინდანებისადმი, აღესრულება საზოგადო ან კერძო საჭიროებისამებრ.

არსებობს სამადლობელი პარაკლისი, როდესაც ღმერთს მადლობას სწირავენ განსაკუთრებული შეწევნისათვის. ზოგჯერ პარაკლისს იხდიან იმისთვის, რომ თავიდან აცილებულ იქნეს ღმრთის რისხვა: სავედრებელ პარაკლისებს იხდიან ავადმყოფობების, უწვიმობის, მიწისძვრის, ომის, ეპიდემიის, ხანძრის დროს და სხვა.

პარაკლისი თავისი აგებულებით (საღმრთისმსახურო მიმდევრობით) არის შემოკლებული და ცოტათი შეცვლილი ცისკარი (ცისკრის ლოცვა).

პარაკლისზე იკითხება 142-ე ფსალმუნი: "უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა...", შემდეგ "ღმერთი უფალი" და ტროპარები, რასაც მოსდევს 50-ე ფსალმუნი და კანონი. კანონში ჩართულია სახარება. ღმრთისმშობლის პარაკლისის მიხედვით შეიქმნა სხვადასხვა პარაკლისები: ჯვრისა, მოციქულთა, მოწამეთა; აგრეთვე მიწისძვრისა და სხვა.



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • დეკანოზი ვასილ მიხაილოვსკი, საღვთისმსახურო ტერმინების განმარტება (პეტერბურგი, 1898 წ.) და სხვ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები