პაჩკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: პაჩკა '''„პაჩკა“''' – ბალეტის მოცეკვავე ქალის მო...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:PaCka 2.JPG|thumb|პაჩკა]]
 
[[ფაილი:PaCka 2.JPG|thumb|პაჩკა]]
'''„პაჩკა“''' – ბალეტის მოცეკვავე ქალის მოკლე, ფუშფუშა, მრავალკეცა ქვედაწელი. ქვედაბოლო, ძირითადად, სხვადასხვა ზომის ცხრა ფენისგან შედგება, რკინის რგოლით მაგრდება და მის შესაქმნელად, საშუალოდ, ექვსიდან ოც მეტრამდე ქსოვილი იხარჯება.
+
'''„პაჩკა“''' – ბალეტის მოცეკვავე ქალის მოკლე, ფუშფუშა, მრავალკეცა ქვედაწელი. ქვედაბოლო, ძირითადად, სხვადასხვა ზომის ცხრა ფენისგან შედგება, რკინის რგოლით მაგრდება და მის შესაქმნელად, საშუალოდ, ექვსიდან ოც მეტრამდე [[ქსოვილი]] იხარჯება.
  
ტიულის ქვედაბოლოების ფორმა, წარმომავლობის მიხედვით, განსხვავდება: ის შეიძლება იყოს ბრტყელი ან დაშვებული. ბევრ თანამედროვე დადგმაში დღეს უკვე ერთფენიან პაჩკებსაც შეხვდებით. მათი სტანდარტული სიგრძე მოსკოვში 38 სანტიმეტრია. პეტერბურგში რადიუსით უფრო დიდ პაჩკებს კერავენ, შესაბამისად, ეს კოსტიუმები, მოსკოვურთან შედარებით, უფრო გრძელი, მძიმე და ოდნავ დაშვებულია. პარიზის სახელოსნოებში, პირიქით, შედარებით მოკლე და მსუბუქი კოსტიუმები მზადდება.
 
მიმდინარე ცვლილება 16:37, 10 ოქტომბერი 2022 მდგომარეობით

პაჩკა

„პაჩკა“ – ბალეტის მოცეკვავე ქალის მოკლე, ფუშფუშა, მრავალკეცა ქვედაწელი. ქვედაბოლო, ძირითადად, სხვადასხვა ზომის ცხრა ფენისგან შედგება, რკინის რგოლით მაგრდება და მის შესაქმნელად, საშუალოდ, ექვსიდან ოც მეტრამდე ქსოვილი იხარჯება.

ტიულის ქვედაბოლოების ფორმა, წარმომავლობის მიხედვით, განსხვავდება: ის შეიძლება იყოს ბრტყელი ან დაშვებული. ბევრ თანამედროვე დადგმაში დღეს უკვე ერთფენიან პაჩკებსაც შეხვდებით. მათი სტანდარტული სიგრძე მოსკოვში 38 სანტიმეტრია. პეტერბურგში რადიუსით უფრო დიდ პაჩკებს კერავენ, შესაბამისად, ეს კოსტიუმები, მოსკოვურთან შედარებით, უფრო გრძელი, მძიმე და ოდნავ დაშვებულია. პარიზის სახელოსნოებში, პირიქით, შედარებით მოკლე და მსუბუქი კოსტიუმები მზადდება.

კოსტიუმის შეკერვის შემდეგ იწყება დიზაინერების მიერ შექმნილი ესკიზების მიხედვით მისი გაფორმება. პაჩკა დიდგვაროვნების კოსტიუმია. ის პრინცესებს, პატარძლებს, კეთილშობილი წარმომავლობის პერსონაჟებს აცვიათ. შესაბამისად ხდება მათი მორთვაც: სამეფო მეჯლისებისთვის, მაგალითად, მძინარე მზეთუნახავის, რაიმონდას ან კორსარის წვეულებებისთვის განკუთვნილ კოსტიუმებს ძირითადად თვლებით აფორმებენ. მითიური არსებებისა თუ ფერიების კოსტიუმები, რატომღაც, უფრო მოკრძალებულია: დონ კიხოტის სიზმრისეული ფერიების ტანისამოსი ყვავილებითაა შემკობილი, ბაიადერას ჩრდილების კოსტიუმები აბსოლუტურად სადაა, გედებისა კი – ბუმბულებითაა მორთული. არადიდგვაროვნების კოსტიუმები კი ხშირად შოპენიანკებია და არა პაჩკები, მორთულობაც ნაკლები აქვთ, სამაგიეროდ, უფრო ფერადები და ჭრელებია.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები