პეპინ პარკერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეპინ პარკერიქართ. სინონიმი: ნაცარა ვაშლი. პეპინ პარკერი ინგლისური წარმოშობის ვაშლის ჯიშია.

ჩვენში ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველშო: გურია–სამეგრელოსა, აფხაზეთსა და აჭარაში. აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება, როგორც პომოლოგიური იშვიათი ჯიში. ძველად ამ ვაშლის პროდუქცია საგრძნობლად დიდი რაოდენობით გაჰქონდათ იმერეთიდან შავი ზღვით ჩვენი კავშირის სამხრეთ ბაზრებზე. ამჟამადაც დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი ბაზრის მზარდი მოთხოვნილება ვაშლის პროდუქციაზე უმთავრესად ამ ჯიშით კმაყოფილდება. გარდა ამისა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე კურორტების მოთხოვნილება შეოდგომის ვაშლზე ამ ჯიშით კმაყოფილდება და ნაწილობრივ შავი ზღვის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებშიც გადის.

ამჟამად დასავლეთ საქართველოს ვაშლის ნარგავების ძირითად ჯიშს პეპინ პარკერი წარმოადგენს. განსაკუთრებით დიდი სამრეწველო მნიშვნელობა ენიჭება ამ ჯიშს ჩვენი ქვეყნის ჭარბტენიან მეხილეობის რაიონებისთვის, – მისი დიდი გამძლეობის გამო მაღალი ტენიანობისა და სოკოვან დაავადებათა მიმართ.

ნაყოფი წვრილია ან საშუალო ზომის, მომრგვალო–ბირთვისებრი მოყვანილობის, მტკიცედ მიმაგრებულია სანაყოფე ტოტებზე, აქვს მოკლე ყუნწი, რომელიც საკმაოდ ღრმა და ვიწრო ღრუში ზის. ჯამი დახურულია ან ნახევრად დახურული და ზის არაღრმა და საკმაოდ განიერ ზერელე ღრუში.

ნაყოფის კანი მკვრივია, საკმაოდ გლუვი და თხელი. მოკრეფისას ნაყოფი მორუხო–ნაცრისფერია, რის გამოც მიიღო ქართული სახელწოდება „ნაცარა“. ზევიდან აყრია ნაცრისფერი წერტილები, ადგილ–ადგილ დაფარულია ჩამუქებული ჟანგაროს ხალებით, ნაყოფის კანს არ უჩნდება ქეცის ხალები. ქეცის მიმართ იშვიათი გამძლეობის გარდა ჯიში საკმაოდ კარგად უძლებს სხვა სოკოვან დაავადებებსაც. სრული სიმწიფისას ნაყოფი ღებულობს მოყვითალო ფერს, გარეგნული შეხედულებამეტად არამიმზიდველი აქვს.

ნაყოფის ხორცი მოყვითალოა, რბილი, საკმაოდ წვნიანი, ტკბილი, ძლიერ მცირე, ოდნავშესამჩნევი მჟავიანობით. სრული სიმწიფისას ნაყოფის ხორცი ძლიერ რბილდება და ზოგჯერ ცომდება კიდეც, თუ ნაყოფი მეტად გადამწიფდა საწყობში, ან თუ დაგვიანებით მოიკრიფა მან ხშირად გაფუყებაც იცის. საწყობში ნაყოფს ხშირად უჩნდება გულის სიმწარე, რაც მთლად უკარგავს სასაქონლო ღირებულებას, რადგანაც ნაყოფის ხორცი მთლიანად მწიფდება. ნაყოფის მოხმარებითი სიმწიფე ორქტომბრის უკანასკნელ რიცხვებში, სძლებს დეკემბრამდე, შემდეგ უკვე გადამწიფება ხდება.

ხე სანერგეში საკმაოდ ძლიერი ზრდისაა, შემდეგში კი საშუალო ხედ იზრდება. ხე ინვითარებს განიერ, ოვალურ, მაღალი შენების თხელ ვარჯს.

ადრეულა ყვავილობისაა. ყვავილები არ არის მგრძნობიარე ყინვების მიმართ. ხე ადრე შედის მსხმოიარობაში და უხვადაც ისხამს, მხოლოდ აშკარა მეწლეულია. ხეს სჭირდება საშუალო სხვლა და პერიოდული გაახალგაზრდავება, რომ მალე არ დაბერდეს. გარემო პირობებს არ უყენებს დიდ მოთხოვნილებას და ძლიერ კარგად იტანს ჰავის მაღალ ტენიანობას. ცხელი ჰავის პირობებს კარგად ეგუება. ნიადაგის ტენის სიჭარბესაც კარგად იტანს. კარგია მისი გაშენება ნახევარ–შტამბიან ფორმებად.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები