პერეპლიასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:16, 20 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პერეპლიასი – (რუს. Перепляс), მხიარული, ცეცხლოვანი ხასიათის რუსული ხალხური ცეკვა ორწილად ზომაში, წარმოადგენს მოცეკვავე წყვილებისა და ჯგუფის შეჯიბრს სიმარჯვეში, საზრიანობასა და გამბედაობაში. პერეპლიასს საფუძვლად უდევს მოცეკვავეთა თავისუფალი იმპროვიზაცია. არსებობს მასობრივი პერეპლიასი, რომელიც საერთო ცეკვით მთავრდება.