პირბალიშაჲ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პირბალიშაჲ − საქორწინო ცერემონიალში სამახარობლო ბალიში. დედოფლის თანმხლები დადე შორიახლოდან სიძეს პირბალიშს მოულოდნელად გაუქნევდა. მას პირბალიში უნდა დაეჭირა. თუ ვერ დაიჭერდა ამაზე მექორწილეები გაიცინებდნენ.
ლიტერატურა
აჭარული დიალექტის... 1978:17.