პიტნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიტნა

პიტნა – (პიტნაკი) (Mentha arvensis); მრავავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, ტუჩოსანთა ოჯახის წარმომადგენელი.

პიტნა საყოველთაოდ ცნობილი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნახევარსფეროების ზომიერ სარტყელში; როგორც ველური, ასევე კულტივირებული სახით. ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნების და წმინდა მიწის მკვიდრნი ოდითგანვე იცნობდნენ მათ გარემოში ველურად მზარდ პიტნის ყველა სახეობას და მათ დამახასიათებელ თვისებებს და ადრევე მიჰყვეს ხელი მათ გამოყენებას ოდითგანვე იქნა დადგენილი, რომ პიტნა შეიცავს მენთოლად ცნობილ ეთეროვან ზეთს, რომელსაც, როგორც არომატულ ნივთიერებას ტრადიციისამებრ დღესაც ფართოდ იყენებენ პარფიუმერიაში. პიტნის ღეროს და ფოთოლს როგორც არომატიზირებელ სანელებელ ნედლეულს განსაკუთრებული გამოყენება აქვს კვების მრეწველობაში. წმინდა მიწის არაბული მოსახლეობა საზოგადოებრივ თავყრილობებსა და მყუდრო ოჯახურ გარემოში სტუმრებს უმასპინძლდებიან პიტნის ნედლი ფოთლებით მომზადებული რიტუალური ცხელი ჩაით.




წყარო

ბიბლიური მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები