პლატონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 20: ხაზი 20:
 
ეიდოსი - ესაა სახე-ხატი, საგნის გვარი ანუ ცნება; ლათინურად - forma ფორმა (მცდარი სახელწოდებით - იდეა). ნივთიერი საგნები ყოველწამიერ ცვალებადია (ჰერაკლიტეს თანახმად: „ყველაფერი იცვლება, ყველაფერი მიედინება”); ამიტომ დღლუ, ქაოსურ, უსახურ, უფორმო მატერიას კონკრეტულ საგნად მატერიაში საგნის ეიდოსის ჩართვა აქცევს - ეიდოსი შემოსაზღვრავს, მოგარსავს დენადი მატერიის მასალას მდგრად, გარკვეულ, კონკრეტულ საგნად.  მაგ., კონკრეტული ნივთიერი ვაშლი იცვლება, ბოლოს ლპება, ან შეიჭმება. ვაშლის ნივთიერება უსახური, გაურკვეველი, ბუნდოვანი და „ბნელია”. ხოლო „ვაშლობა” ანუ ვაშლის ცნება-ეიდოსი მყარად, უცვლელად, ნათლად არსებობს. ამიტომაა, რომ ბნელი ნივთიერი სამყარო ნათელ ეიდოსთა სამყაროს ჩრდილივითაა. ხოლო თვით ეიდოსები ღვთაების, მსოფლიო გონის მიერაა შექმნილი. ამ თეორიით ფილოსოფიური რეალიზმი ანუ პლატონიზმი დაფუძნდა.
 
პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიური მოძღვრებანი შემდგომში ნეოპლატონიზმმა განავითარა. პეტრე იბერმა („ფსევდო დიონისე არეოპაგელი) ნეოპლატონიზმი ქრისტიანულად გადაამუშავა, რაც [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] მთავარ ფილოსოფიად იქცა. მისი ერთერთი მთავარი დებულება „ვეფხისტყაოსნის” პირველ და მეორე სტროფებშივე გვხვდება: „ჰე, ღმერთო ერთო, შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა... < > ზეგარდმო არსნი სულითა ჰყვნა, ზეცით მონაბერითა”.  „ყოველი ტანის სახე” და „ზეგარდმო არსი” - სწორედ ეიდოსებია, ამქვეყნიურ საგანთა პირველსახეები (ნეოპლატონისტურად - არქეტიპები). ისინი ზეციური სინათლით ჩამოდინდება და, მატერიით დამძიმებული, „ბნელ” საგნებად ყალიბდება (თუმცა შოთა რუსთაველმა და რენესანსმა ნეოპლატონიზმი ჰუმანისტურად გადაიაზრა და ამქვეყნიურობა [[ღმერთი|ღმერთის]] მიერ ბოძებულ ლამაზ ბაღს შეადარა - „ჩვენ, კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა” - რომელსაც ადამიანებმა კეთილი მებაღეებივით უნდა მოუარონ (ჰუმანიზმი); ღმერთის მიერვეა დაწესებული საყოველთაო კანონზომიერება, ჰარმონია (გ. ლაიბნიცი)).
+
პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიური მოძღვრებანი შემდგომში ნეოპლატონიზმმა განავითარა. პეტრე იბერმა („ფსევდო დიონისე არეოპაგელი) ნეოპლატონიზმი ქრისტიანულად გადაამუშავა, რაც [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] მთავარ ფილოსოფიად იქცა. მისი ერთერთი მთავარი დებულება „ვეფხისტყაოსნის” პირველ და მეორე სტროფებშივე გვხვდება: „ჰე, ღმერთო ერთო, შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა... < > ზეგარდმო არსნი სულითა ჰყვნა, ზეცით მონაბერითა”.  „ყოველი ტანის სახე” და „ზეგარდმო არსი” - სწორედ ეიდოსებია, ამქვეყნიურ საგანთა პირველსახეები (ნეოპლატონისტურად - არქეტიპები). ისინი ზეციური სინათლით ჩამოდინდება და, მატერიით დამძიმებული, „ბნელ” საგნებად ყალიბდება (თუმცა შოთა რუსთაველმა და რენესანსმა ნეოპლატონიზმი ჰუმანისტურად გადაიაზრა და ამქვეყნიურობა [[ღმერთი|ღმერთის]] მიერ ბოძებულ ლამაზ ბაღს შეადარა - „ჩვენ, კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა” - რომელსაც ადამიანებმა კეთილი მებაღეებივით უნდა მოუარონ (ჰუმანიზმი); ღმერთის მიერვეა დაწესებული საყოველთაო კანონზომიერება, ჰარმონია ([[ლაიბნიცი გოტფრიდ ვილჰელმ|გ. ლაიბნიცი]])).
  
სოკრატესა და მისი ერთგული მოწაფის, პლატონის თვალსაზრისით, რაკი ცოდნის ჩანასახი თანდაყოლილია, ამიტომ სწავლა-სწავლება „ცოდნის შობას”, მშობიარობას ჰგავს. ხოლო მასწავლებელი ბებიაქალს ჰგავს, რომელიც ცოდნის აღმოჩენა-ანამნეზისს უადვილებს მოსწავლეს (თანამედროვე ტერმინით, ის მხოლოდ ფასილიტატორია). სწავლება თითქოს „მაიევტიკაა” (ბებიაქალის ხელობა) (სოკრატესეული მეთოდი ანუ ევრისტიკული მეთოდი). ამასთან, პლატონისეული სახელმწიფო მკაცრად ტოტალიტარულია. ბავშვი არა ოჯახში, არამედ სახელმწიფო სააღმზრდელო დაწესებულებაში იზრდება.
 
16:49, 21 ოქტომბერი 2019-ის ვერსია

პლატონი

პლატონი - Plato, Платон, 427-347 ძვ.წ.

ერთ-ერთი უდიდესი ძველი ბერძენი ფილოსოფოსი. მიიღო იმ დროისთვის საუკეთესო და მრავალმხრივი განათლება. ოცი წლისა სასწავლებლად მიაბარეს სოკრატეს. მოძღვრის სიკვდილით დასჯის შემდეგ პლატონმა მოგზაურობა დაიწყო სხვადასხვა ქვეყანაში. 40 წლის პლატონი ათენში დაბრუნდა და დააარსა თავისი სახელგანთქმული სასწავლებელი - პლატონის აკადემია, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. მისი ერთ-ერთი მოწაფე არისტოტელე იყო. პლატონის თხზულებები ძირითადად დიალოგების ფორმაშია დაწერილი და აზრის სიღრმის გარდა უდავო ლიტერატურული ღირსებებითაც გამოირჩევა. პლატონის ფსიქოლოგიური შეხედულებები ერთიან, მწყობრ სისტემას არ ქმნის, თუმცა მის დიალოგებში გაბნეულია მრავალი აზრი ამა თუ იმ ფსიქოლოგიურ თემასთან დაკავშირებით.

პლატონის თანახმად, ნამდვილი არსებობა, ყოფიერება აქვს მხოლოდ საგანთა არასხეულებრივ ეიდოსებს. უხილავი ეიდოსები უცვლელი და მუდმივია; ეიდოსი საგნის არსია, მისი სრულყოფილი ნიმუშ-ეტალონია. შეგრძნებადი სამყარო ეიდოსებისა და მატერიის გაერთიანებით ჩნდება. შეგრძნებადი სამყარო ეიდოსების სამყაროს მხოლოდ ასლია. ეიდოსების სამყაროს არსებობა რეალურია და ობიექტური (პლატონი „ობიექტური იდეალიზმის” ფუძემდებელია); სულიც, სანამ სხეულს შეურთდება, ამ ზეციურ საყაროში იმყოფება და ეიდოსების სახით მოცემულ ჭეშმარიტ ცოდნას ითვისებს.

მატერია-სხეული თავის გარკვეულობას ანუ რაობას მასში სულის ჩასახლების შედეგად იძენს. ამაშია სულის არსებითი მსგავსება ეიდოსთან, მათი დანიშნულება მსგავსია - შეუერთდნენ მატერიას და აქციონ ის შეგრძნებადი სამყაროს მოვლენად (სულიერი სხეული ან უსულო ნივთი). სხეული სულის დროებითი სადგურია, მისი „საპყრობილეა”. პლატონის მიხედვით, სულს სამი ნაწილი აქვს. პირველი გონიერი ანუ გონითი სულია (გონი) და მოთავსებულია თავში; მეორე კეთილშობილ მისწრაფებებს მოიცავს და მკერდის არეში იმყოფება; მესამე ბრმა ვნებებსა და სურვილებს მოიცავს და მუცელშია განთავსებული. პლატონის ერთ-ერთ დიალოგში სულის აგებულება ეტლის სახითაა გამოხატული, რომელშიც ორი ცხენია შებმული - შავი და თეთრი. შავი ცხენი ირაციონალური სულის ვნებით ნაწილს განასახიერებს. ის არ ემორჩილება ბრძანებებს და მუდმივ კონტროლს საჭიროებს (შდრ. იდი). თეთრი ცხენი ირაციონალური სულის კეთილშობილ-სწრაფვითი ნაწილია, ძირითადად მართებულად იქცევა, მაგრამ ყოველთვის თვინიერი არ არის და მაინც მოითხოვს კონტროლს. გონითი სული კი განხატებულია მეეტლის სახით, რომელიც მოძრაობის მიმართულებას განსაზღვრავს და ცხენებს მართავს. ამრიგად, სულის აგებულება ეთიკური თვალსაზრისით კარგი და ცუდი ნაწილების დინამიკურ-დიალექტიკურ ერთობლიობად განიხილება.

პლატონი დაწვრილებით აღწერს შეგრძნებებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეიდოსის წვდომა შეუძლებელია აღქმით. შეგრძნებადი აღქმა მხოლოდ საბაბია, ბიძგია ეიდოსის შემეცნებისთვის, რაც მხოლოდ აზროვნებით, გონებაჭვრეტით ხდება. მაგრამ შემეცნების მთელი ეს პროცესი სხვა არაფერია, თუ არა მოგონება იმ ჭეშმარიტი ცოდნისა, რომელიც სულმა ეიდოსთა სამყაროში ყოფნისას მიიღო. პატარა ბავშვის სულში ცოდნა აქტუალურად არ არის წარმოდგენილი, თუმცა პოტენციურად იქ იმყოფება. აქედან იკვეთება მეხსიერების განსაკუთრებული როლი შემეცნების პროცესში, ასეთ „მეხსიერება-მოგონებას” პლატონმა „ანამნეზისი” უწოდა. მიუხედავად ამისა, პლატონს მიაჩნია, რომ მეხსიერება შემეცნების პროცესის მხოლოდ შუა ეტაპია, რომელიც გრძნობად აღქმას მოჰყვება. შემეცნების დამაგვირგვინებელი და, მაშასადამე, მთავარი კოგნიციური პროცესი აზროვნებაა. ის პლატონთან „დიალექტიკის” ტერმინით არის აღნიშნული (დიალექტიკური აზროვნება) და იმ ბრძნულ დიალოგში ვლინდება, რომელსაც მოაზროვნე სუბიექტი შინაგნად აწარმოებს უხილავ მოსაუბრესთან. „აზროვნებისას სული მსჯელობს ისე, რომ ეკითხება და პასუხობს, უარყოფს და უმტკიცებს რასმე თავისთავს” . პლატონმა მეცნიერული აზროვნების ისტორიაში პირველად დასვა საკითხი შინაგანი მეტყველების შესახებ.

პლატონი რაციონალისტია. ადამიანის სულში წამყვანი („მეეტლე”) გონითი სულია. ხოლო სიამოვნება-უსიამოვნება სულის ნაწილებისა და აგრეთვე სხეულისა და სულის ჰარმონიული ან არაჰარმონიული მდგომარეობის გამომხატველია. შესაბამისად, იმიჯნება სხეულებრივი და სულიერი გრძნობები. სხეულებრივი გრძნობებია ტკივილი, დასვენების გრძნობა და სხვა (შიდა შეგრძნება). ხოლო სულიერ გრძნობებში შედის დაბალი (ირაციონალურ სულთან დაკავშირებული) და მაღალი (რაციონალურ სულთან დაკავშირებული) გრძნობები. ისეთი სიამოვნება, რომლის საფუძველი ცოდნაა, უმაღლესი სიამოვნებაა.

პლატონი პირველი დიდი ნატივისტია. სულიერი ცხოვრების ანალიზისას იგი გადამწყვეტ მნიშვნელოვნებას თანდაყოლილ საწყისებს ანიჭებს. ეს ნათლად გამოიხატა მის თვალსაზრისში სწავლისა და აღზრდის შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ ცოდნა თავიდანვე სულში იმყოფება, სწავლება ისეთი პროცესია, რომელიც ხელს უწყობს მის აქტუალიზაციას, ეხმარება მოსწავლეს, რაც შეიძლება მოკლე და სწორი გზით მივიდეს მის სულში ჩანერგილი ცნების ჩამოყალიბებამდე.

აღზრდის პროცესი პლატონს სახელმწიფოს მოწყობის თვალსაზრისით აინტერესებს. საზოგადოებაში მკაცრად უნდა იყოს გამიჯნული მისი წევრების ფუნქციები. ეს ფუნქციები სამ მთავარ წოდებას შორის ნაწილდება, ესენია: დემოსი ანუ ხალხი, მეომრები და მმართველები. ადამიანების წოდებებად დანაწილება იმ უნარ-თვისებათა მიხედვით უნდა ხდებოდეს, რომლითაც ისინი იბადებიან. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ ბუნებრივი მონაცემების გამოვლენაზე რაც შეიძლება ადრეულ ასაკში, ხოლო შემდეგ ხელი შეუწყოს მათ გავარჯიშებასა და სრულყოფას. თანამედროვე ტერმონოლოგიით, პლატონი მკაფიოდ აყენებს პროფშერჩევის, პროფორიენტაციისა და პროფმომზადების ამოცანებს.

პლატონის აკადემიის კარიბჭის თავზე ეწერა: „ნუ შემოვა აქ ნურავინ, ვინც არ იცის გეომეტრია” (მაშინ ჯერ არ არსებობდა ტერმინი და დარგი „ლოგიკა”, რომელიც შემდგომში ამ აკადემიის ერთ-ერთმა მოწაფემ, არისტოტელემ დაამუშავა; ამიტომ პლატონისეული „გეომეტრია”, არსებითად, ლოგიკის შემცვლელი ტერმინია; მართლაც, გეომეტრია ამჟამადაც ყველაზე მკაფიოდ ლოგიკური, დედუქციური დარგია).

ეიდოსი - ესაა სახე-ხატი, საგნის გვარი ანუ ცნება; ლათინურად - forma ფორმა (მცდარი სახელწოდებით - იდეა). ნივთიერი საგნები ყოველწამიერ ცვალებადია (ჰერაკლიტეს თანახმად: „ყველაფერი იცვლება, ყველაფერი მიედინება”); ამიტომ დღლუ, ქაოსურ, უსახურ, უფორმო მატერიას კონკრეტულ საგნად მატერიაში საგნის ეიდოსის ჩართვა აქცევს - ეიდოსი შემოსაზღვრავს, მოგარსავს დენადი მატერიის მასალას მდგრად, გარკვეულ, კონკრეტულ საგნად. მაგ., კონკრეტული ნივთიერი ვაშლი იცვლება, ბოლოს ლპება, ან შეიჭმება. ვაშლის ნივთიერება უსახური, გაურკვეველი, ბუნდოვანი და „ბნელია”. ხოლო „ვაშლობა” ანუ ვაშლის ცნება-ეიდოსი მყარად, უცვლელად, ნათლად არსებობს. ამიტომაა, რომ ბნელი ნივთიერი სამყარო ნათელ ეიდოსთა სამყაროს ჩრდილივითაა. ხოლო თვით ეიდოსები ღვთაების, მსოფლიო გონის მიერაა შექმნილი. ამ თეორიით ფილოსოფიური რეალიზმი ანუ პლატონიზმი დაფუძნდა.

პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიური მოძღვრებანი შემდგომში ნეოპლატონიზმმა განავითარა. პეტრე იბერმა („ფსევდო დიონისე არეოპაგელი) ნეოპლატონიზმი ქრისტიანულად გადაამუშავა, რაც ქრისტიანობის მთავარ ფილოსოფიად იქცა. მისი ერთერთი მთავარი დებულება „ვეფხისტყაოსნის” პირველ და მეორე სტროფებშივე გვხვდება: „ჰე, ღმერთო ერთო, შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა... < > ზეგარდმო არსნი სულითა ჰყვნა, ზეცით მონაბერითა”. „ყოველი ტანის სახე” და „ზეგარდმო არსი” - სწორედ ეიდოსებია, ამქვეყნიურ საგანთა პირველსახეები (ნეოპლატონისტურად - არქეტიპები). ისინი ზეციური სინათლით ჩამოდინდება და, მატერიით დამძიმებული, „ბნელ” საგნებად ყალიბდება (თუმცა შოთა რუსთაველმა და რენესანსმა ნეოპლატონიზმი ჰუმანისტურად გადაიაზრა და ამქვეყნიურობა ღმერთის მიერ ბოძებულ ლამაზ ბაღს შეადარა - „ჩვენ, კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა” - რომელსაც ადამიანებმა კეთილი მებაღეებივით უნდა მოუარონ (ჰუმანიზმი); ღმერთის მიერვეა დაწესებული საყოველთაო კანონზომიერება, ჰარმონია (გ. ლაიბნიცი)).

სოკრატესა და მისი ერთგული მოწაფის, პლატონის თვალსაზრისით, რაკი ცოდნის ჩანასახი თანდაყოლილია, ამიტომ სწავლა-სწავლება „ცოდნის შობას”, მშობიარობას ჰგავს. ხოლო მასწავლებელი ბებიაქალს ჰგავს, რომელიც ცოდნის აღმოჩენა-ანამნეზისს უადვილებს მოსწავლეს (თანამედროვე ტერმინით, ის მხოლოდ ფასილიტატორია). სწავლება თითქოს „მაიევტიკაა” (ბებიაქალის ხელობა) (სოკრატესეული მეთოდი ანუ ევრისტიკული მეთოდი). ამასთან, პლატონისეული სახელმწიფო მკაცრად ტოტალიტარულია. ბავშვი არა ოჯახში, არამედ სახელმწიფო სააღმზრდელო დაწესებულებაში იზრდება.

პლატონისა და მისი მოწაფის, არისტოტელეს მოძღვრებანი 20 საუკუნის განმავლობაში იყო დასავლური აზროვნებისა და ზოგადად კულტურის ყველაზე ავტორიტეტული სიბრძნის წყარო. ეს დოგმატურად ჰქონდა აღიარებული ქრისტიანულ ეკლესიასაც კი, მიუხედავად ბრძენთა „წარმართობისა”. ამასთან, არისტოტელე ამბობდა, პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარიაო. არისტოტელემ თავისი მოძღვრის ფილოსოფიისგან განსხვავებული და გაცილებით უფრო ფართო და ღრმადმეცნიერული მოძღვრება შექმნა.(ზურაბ ვახანია)

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები