პოლიმერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიმერი – (ბერძ. polymers მრავალგვარი < poly- ბევრი და -mer ნაწილი) – მაღალმოლეკულური მასის ქიმიური ნაერთი, რომლის მოლეკულები შედგება განმეორებადი მრავალრიცხოვანი რგოლებისაგან. პოლიმერი შეიძლება იყოს არაორგანული, ორგანული, ამორფული ან კრისტალური ნივთიერებების სახით, რომლებიც შედგებიან „მონომერული ჯაჭვის რგოლებისგან“, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქიმიური ან კოორდინაციული ბმებით და ქმნიან გრძელ მაკრომოლეკულას. მონომერული რგოლების რაოდნეობა პოლიმერში (პოლიმერიზაციის დონე) უნდა იყოს საკმარისად დიდი (წინააღდეგ შემთხვევაში ნაერთი წარმოადგენს ოლიგომერს). მოლეკულა რომ პოლიმერებს მივაკუთვნოთ, ხშირ შემთხვევაში რგოლების რაოდენობა შეიძლება საკმარისად ჩავთვალოთ, თუკი მორიგი მონომერული რგოლის დამატებისას ნივთიერების მოლეკულური თვისებები არ იცვლება. როგორც წესი, პოლიმერების მოლეკულური მასა რამდენიმე ათასიდან რამდენიმე მილიონამდე აღწევს. შესაბამისად, მაღალი მოლეკულური მასა იძლევა უნიკალურ ფიზიკურ თვისებებს, როგორიცაა სიბლანტე, ბლანტდრეკადობა, მინის წარმოქმნა და მიდრეკილება ნახევრდკრისტალური სტრუქტურების (და არა კრისტალების) შექმნისადმი. მექანიკური სიმტკიცის, ელესტიკურობის, ელექტროსაიზოლაციო და სხვა ძვირფასი თვისებების გამო პ. დამზადებულ ნაწარმს იყენებენ მრეწველობაში, მშენებლობაში, ყოფაცხოვრების მრავალ სფეროში და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები