პოლკი (ლეგიონი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლკი (ლეგიონი) - სამხედრო ნაწილი, ძირითადი ტაქტიკური და ადმინისტრაციულ-სამეურნეო ერთეული მრავალი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში.

საბრძოლო შემადგენლობის მიხედვით შუალედური მდგომარეობა უკავია ბატალიონსა და ბრიგადას (დივიზიას) შორის. შედის შენაერთის შემადგენლობაში ან არის დამოუკიდებელი.

კუთვნილების კვალობაზე პოლკს შეუძლია აწარმოოს საერთო-საჯარისო, საჰაერო (საჰაერო-თავდაცვითი) ბრძოლა, ან უზრუნველყოს საბრძოლო მოქმედებები. შედგება: სახმელეთო ჯარებში - ჯარების იარაღის ძირითადი გვარეობების რამდენიმე ბატალიონის (უფრო იშვიათად – ასეულის), დივიზიონის, სპეციალური ჯარების ქვედანაყოფების, საბრძოლო, ტექნიკური და ლოგისტიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფებისგან; სამხედრო-საჰაერო ძალებშიესკადრილიებისგან; საჰაერო თავდაცვის ჯარებში - დივიზიონებისაგან (ბატალიონებისაგან); სამხედრო-საზღვაო ძალებში - ბატალიონებისაგან (სანაპირო ჯარები); სპეციალურ ჯარებში - ბატალიონებისა და ასეულებისგან.

სახმელეთო ჯარებში ცნობილია პოლკების შემდეგი ძირითადი ტიპები: მსროლელი (მოტომსროლელი), ქვეითი (მოტოქვეითი), მექანიზებული, სატანკო, თვითმავალი საარტილერიო, საპარაშუტო-სადესანტო (საჰაერო-სადესანტო), ჯავშანკავალერიის, კავალერიის, საარტილერიო, საზენიტო-საარტილერიო, საზენიტო-სარაკეტო, რადიოტექნიკური, ვერტმფრენების და სხვა.

მეთოფეების (მსროლელების) პოლკი პირველად გაჩნდა 1888 წელს. არსებობდა ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს არმიებში IX საუკუნის შუახანებში - XX საუკუნის დამდეგს. საზღვარგარეთის მეტწილ არმიაში მოტომსროლელის ანალოგიურ პოლკებს ეწოდებათ მოტოქვეითი პოლკები.

ქვეითი პოლკები დღესაც არის საბერძნეთის, თურქეთის, იაპონიის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის არმიებში; მექანიზებული პოლკიები არის თურქეთის არმიაში და სხვა.

სატანკო ჯარებში ყველაზე უფრო გავრცელებულია სატანკო პოლკი, ხოლო საჰაერო-სადესანტოში - საპარა- შუტო-სადესანტო პოლკი ზოგიერთი სახელმწიფოს (აშშ, საფრანგეთი, იტალია და სხვა) არმიებში ჯავშანკავალერიის პოლკბი წარმოადგენენ საერთო-საჯარისო ნაწილებს და განკუთვნილი არიან დაზვერვისა და შემაკავებელი (შემბოჭველი) მოქმედებებისთვის.

სიტყვა „კავალერიის” სახელწოდებაში ტრადიციულადარის დატოვებული და მიუთითებს ამ ნაწილების მობილურობაზე, რითაც წარსულში სწორედ კავალერია გამოირჩეოდა. საარტილერიო პოლკი შეიარაღების მიხედვით შეიძლება იყოს საზარბაზნე, საჰაუბიცე, რეაქტიული, გამანადგურებელ- ტანკსაწინააღმდეგო, ნაღმსატყორცნიდა სხვა. ზოგიერთი ქვეყნის არმიაში არის შერეული შემადგენლობის საარტილერიო, მათ შორის, სარაკეტო-საზარბაზნე პოლკები.

საჯარისო-საჰაერო თავდაცვაში საზენიტო-სარაკეტო პოლკებთან ერთად შენარჩუნებულია საზენიტო-საარტილერიო პოლკები, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტიანად დააზიანონ საჰაერო მიზნები მცირე სიმაღლეზე. სახმელეთო ჯარების ავიაციაში უშუალოდ საავიაციო მხარდაჭერისა და ჯარების საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფისათვის განკუთვნილია ცალკეული საბრძოლო, სატრანსპორტო-საბრძოლო ვერტმფრენების და ცალკეული ვერტმფრენების პოლკები. ზოგიერთი ქვეყნის არმიაში ანალოგიური დანიშნულების ვერტმფრენების პპოლკი განეკუთვნება საარმიო ავიაციას.

სამხედრო-საჰაერო ძალებში ავიაციის გვარეობისადმი კუთვნილების, შეიარაღებისა და დანიშნულების მიხედვით არის მძიმე ბომბდამშენი, ბომბდამშენი, შორს ბომბდამშენი, გამანადგურებელ-ბომბდამშენი, გამანადგურებელი, მოიერიშე, სადაზვერვო, სატრანსპორტო ავიაციისა და სხვა საავიაციო პოლკები.

ბევრი სახელმწიფოს სამხედრო-საზღვაო ძალებში (სამხედრო-საზღვაო ფლოტში) საპოლკო ორგანიზაცია აქვს საზღვაო ქვეით ჯარს. უმეტესი სახელმწიფოების სპეციალურ ჯარებსა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის შემადგენლობაში გამოიყენება უპირატესად ბრიგადული ორგანიზაცია. მაგრამ ბრიგადებთან ერთად არის სხვადასხვა დანიშნულების პოლკები კავშირგაბმულობის საინჟინრო, საავტომობილო ჯარებში და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები