პოლონეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლონეთის დროშა

პოლონეთი (Poland – პოლონეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში, მდინარეების ვისლისა და ოდერის აუზში. ქვეყანას ჩრდილოეთით ესაზღვრება ბალტიის ზღვა.

ფართობი 312,7 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 39,8 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – პოლონური.

დედაქალაქი – ქ. ვარშავა.

ადმინისტრაციულად იყოდა 16 სავოევოდოდ.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს სეიმს და სენატს (პარლამენტი), აღმასრულებელი – პრეზიდენტს და მინისტრთა საბჭოს (მთავრობას).

პოლონეთი ნატოს წევრი ქვეყანაა.

განვითარებულია ინდუსტრიულ-აგრარული დარგი. ძირითადი მრეწველობაა მანქანათმშენებლობა. პოლონეთის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია მსოფლიოში ქვანახშირის, გოგირდის, ვერცხლის, მოპოვებაში, თუჯის გამოდნობაში. წარმოადგენს ბრინჯაოს, თითბერის, ტყვიის, ალუმინის მსხვილ მწარმოებელს. განვითარებულია ქიმიური, მსუბუქი, და კვების მრეწველობა. ასევე – გემთმშენებლობა, ავიამშენებლობა და სამხედრო მრეწველობა. სოფლის მეურნეობა თითქმის მთლიანად აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებას კვების პროდუქტებზე.

მსხვილი საზღვაო პორტებია: გდანსკი, გდინია, სვინოუისცე, შჩეცინი. საერთაშორისო აეროპორტია - ოკენცე (ვარშავა).

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 100 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 50 ათ., სამხედრო- საჰაერო 18 ათ., სამხედრო-საზღვაო 9 ათ., სასაზღვრო 14,1 ათ. და შინაგანი ჯარები 8,9 ათ., რეზერვი – 240 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული მეთოდით.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები