ჟღენტი ვიქტორ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟღენტი ვიქტორ ალმასხანის ძე (მეტსახელი ლეონტი) (1884, სოფ. ჯვარცმა - 08.04.1969) - პოლიტიკოსი.

განათლება ბათუმის სახელოსნო სასწავლებელში მიიღო, პროფესიით ფეიქარი იყო. საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა და სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის საქმიანობით იყო დაკავებული. მისი ხელმოწერა არის 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. ის ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს, შემდეგ კი დამფუძნებელი კრების წევრი გახდა. დამოუკიდებლობის პერიოდში მუშაობდა საგანგებო რწმუნებულად ცხინვალში.

1921 საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, დატოვა სამშობლო და საფრანგეთში გაემგზავრა ემიგრაციაში.

მანუჩარ გუნცაძე

ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ვიქტორ ჟღენტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები