რამიშვილი მაქსიმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
04:29, 8 იანვარი 2016-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაქსიმე რამიშვილი

მაქსიმე რამიშვილი ათანასეს ძე (15.08.1903 -26.09.1987, დაიბადა სოფელ სურებში, ჩოხატაურის რ-ნი).

ქართველი აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1960). 1926 წელს დაამთავრა თსუ-ს აგრონომული ფაკულტეტი. 1953-1963 საქართველოს მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1964 წლიდან საქართველოს სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრის პროფესორი და ამპელოგრაფიული ლაბორატორიის ხელმძღვანელი.


მ. რამიშვილი არის 150 შრომის ავტორი. მან აღწერა სამეგრელოს, გურიისა და აჭარის გადაშენებული ვაზის ჯიშები (რამიშვილი 1948). ველური ვაზის ფორმებიდან გამოავლინა პერსპექტიული ჯიშები. გამოიყვანა 23 ახალი ჯიში ივერია, ვარძია საქართველო, კოლხეთი და სხვა. დაამუშავა ნამყენი ვაზის წარმოების თეორია და პრაქტიკული საკითხები. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა საქართველოს სასოფლო – სამეურნეო ინსტიტუტის ამპელოგრაფიული ლაბორატორია, რომელმაც დიღმის საცდელ ბაზაზე გააშენა ვაზის მდიდარი კოლექცია (3000 ჯიში). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორი ორდენით, `საპატიო ნიშნის~ ორდენითა და მედლებით (ქსე 1984, Энциклопедия 1987).



ლიტერატურა

  • 1. ტაბიძე დ. 1954. კახეთის ვაზი ჯიშები. გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“. თბილისი. 425გვ.
  • 2. ქსე 1980. ნიკოლოზ კეცხოველი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 5. 479გვ.
  • 3. ქსე 1984. მაქსიმე რამიშვილი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 8. 299გვ.
  • 4. ქსე 1985. დიმიტრი ტაბიძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 9. 635გვ.
  • 5. Энциклопедия 1987. М. Рамишвили. Д. Табидзе. В: Энциклопедия виноградарства. В 3х томах. Гл. ред. А.И. Тимуш. Кишинев. Издание Молдавской советской энциклопедии. стр. 20, 200.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები