რაჭის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 30: ხაზი 30:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
 
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
[[კატეგორია:ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის მოხელეები ძველ საქართველოში]]
+
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:საერისთავოები]]
 
[[კატეგორია:საერისთავოები]]

15:30, 8 ივნისი 2018-ის ვერსია

რაჭის ერისთავი - ძველი საისტორიო ტრადიციით, ვახტანგ გორგასლის დროს რაჭა, თაკვერი (ლეჩხუმი) და არგვეთი ერთ ადმინისტარციულ ერთეულს წარმოადგენდა და შედიოდა მარგვის საერისთავოში. VIII ს-ის ბოლოს ახლად შექმნილ ეგრის-აფხაზეთის სამეფოში რაჭა და ლეჩხუმი არგვეთის გარეშე შეადგენდნენ ერთ საერისთავოს. ასეთი ადმინისტრაციული დაყოფა ჩანს შენარჩუნებული ერთიან ქართულ მონარქიაშიც XI-XV სს-ში. რაჭის ერისთავთა შესახებ არსებული წერილობითი წყაროები ადასტურებენ, რომ ეს სახელო ბაღვაშთა საგვარეულოს კახაბერისძეთა განშტოებას ეკუთვნოდა.

სამეცნიერო ლიტერატურაში დადგენილია რაჭის ერისთავ-ბაღვაშთა და კლდეკარის ერისთავ-ბაღვაშთა გენეალოგიური კავშირები. დავით ნარინის მიერ კახაბერ რაჭის ერისთავის დასჯის ეპიზოდში ჟამთააღმწერელი პირდაპირ აცხადებს: „მოისპო ყოველი ნათესავი მისი ბაღუაშთა კახაბერისძეთა“. კამათის საგანია, თუ როდის მიიღეს ბაღვაშებმა რაჭის ერისთავობა. ო. სოელიას აზრით, ეს უნდა მომხდარიყო სულ ცოტა, X ს-ის მიწურულს მაინც. ს. კაკაბაძემ კახაბერისძე-ერისთვთა ფუძემდებლად მიიჩნია ნიკორწმინდის ხატის წარწერაში მოხსენიებული კახაბერ-ყოფილი კირილე, რომელიც, მისი აზრით, ბაგრატ III-ის თანამედროვე რატი (I) კლდეკარის ერისთავის შვილი შეიძლებოდა ყოფილიყო, ამიტომ კახაბერისძეთა გაერისმთავრება XI ს-ით განსაზღვრა. ზოგ მკვლევარს კახაბერ-კირილე ლიპარიტ (IV) ბაღვაშის ძმად მიაჩნია (მ. ბახტაძე). აზრთა ასეთი სხვადასხვაობის მიუხედავად, კახაბერისძე-ბაღვაშთა რაჭის ერისთავობა XI ს-ის პირველი ათეული წლებიდან უცილობელი ფაქტია. კახაბერისძეთა ერისთავობა დასრულდა XIII ს-ის ბოლოს, როცა დავით ნარინმა კახაბერ რაჭის ერისთავი ღალატის გამო დასაჯა, ხოლო რაჭის საერისთავო გააუქმა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, რაჭის ერისთავობა თითქოს აღდგენილა 1534 წელს, როცა ბაგრატ იმერთა მეფემ (1510-1565) რაჭის ერისთავობა უბოძა შოშიტა ჩხეიძეს (ჩხეტისძეს), მაგრამ ცნობა არაზუსტია, რამდენადაც სასისხლო სიგელთა მოწმობით, რაჭის საერისთავო ბევრად უფრო ადრე, XIV ს-ის მეორე ნახევარში ან საუკუნის მიწურულს ჩანს აღდგენილი. XIV ს-ის ბოლოს რაჭის ერისთავები არიან ჭარელისძეები, ხოლო ჩხეტიძეთა გაერისთავება XV ს-ის ბოლოს მომხდარა - XVI ს-ის 30-იან წლებში იმერთა მეფე ბაგრატ III-მ ჩხეტისძეთა სახლს მინდას ციხედარბაზი გადასცა და რაჭის სადროშოს მეთაურობა უწყალობა.

რაჭის აღდგენილი საერისთავო ამ დროს ძველთან შედარებით უფრო მცირე იყო, რადგან მასში თაკვერი აღარ შედიოდა და არც მთელი რაჭა. რაჭის ძველი ერისთავების საძვალე იყო ნიკორწმინდა, ახლებისა - ბარაკონი. ახალი საერისთავო მოიცავდა სოფლებს: ონჭევი, სორღითი, ჭურისთავი, წესი, მინდა, ბარაკონი. XVII ს-იდან რაჭის ერისთავები მამულებს იმატებენ. მათი იყო ნინიას (ნიანიას?) ციხე, ონი, უწერა, გლოლა ჯაფარიძითურთ. რაჭის ერისთავთა ახალი რეზიდენცია წესში მდებარეობდა.

XVII ს-ის შუახანებამდე რაჭის ერისთავები ჯერ კიდევ იმერთა მეფეების დარბაზის წევრები იყვნენ და მოხელეებად ითვლებოდნენ. ამ საუკუნის მეორე ნახევრიდან ისინი მეფის მოხელეებად აღარ ცნობენ თავს და ადგილობრივი მთავრების სტატუსს იძენენ.

რაჭის ერისთავები. XI-XVII სს.

წყაროები და ლიტერატურა

მატაინე ქართლისაჲ 1955: 185; ჟამთააღმწერელი 1959: 275; ვახუშტი 1973: 70; ქისკ 2014: 266, 267; Копалиани 1949: 16; სოსელია 1970; 33-34, 69-70; სოსელია 1973: 68-79. ბახტაძე 2003: 225-233.


წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები