რევ-მართალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რევ-მართალი - მეცხრამეტე მეფე ფარნავაზიდან. მეფე რევ-მართალი იყო სომეხთა მეფის შვილი, რომლის დედა იყო ამზასპის დისშვილი (ე.ი. ქართველი).

„რევ მეფე თუმცა წარმართი იყო, მაგრამ მოწყალე და შემწე ყოველთა ჭირვეულთა, რამეთუ ცოტა რამ სმენოდა სახარებიდან უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ჰქონდა სიყვარული ქრისტესი.“ – („ქართ. ცხოვრ.“ ტ.I., გვ. 56).

ქართლის ცხოვრების მიხედვით, რევ-მართალმა აკრძალა ბავშვების შეწირვა კერპებისადმი და ყოველივე ამის გამო მას „რევ-მართალი“ დაარქვეს. იგი მეფობდა დაახლოებით 200 წლამე ჩვენი წელთაღრიცხვით.

ნიკო მარისა და ივანე ჯავახიშვილის აზრით, ბავშვების მსხვერპლშეწირვა არასოდეს ყოფილა საქართველოში და ეს ადგილი შემდგომაა ჩამატებული „ქართლის ცხოვრებაში“, მაშინ, როცა მართლმადიდებლობა შესუსტდა საქართველოში და მონოფიზიტობა მომრავლდა; რევ მეფეს კი „მართალი“, ეწოდა იმის გამო, რომ უნახავად უყვარდა უფალი იესო ქრისტე.

შენიშვნა: XVI მეფე იყო ადამ ფარსმანის ძე (იმეფა 3 წ.)

XVII - ფარსმან ადამის ძე; XVIII - ამზასპ ფარსმანის ძე.


წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები