რკონის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მოხატულობა)
ხაზი 21: ხაზი 21:
  
 
==ფასადები==
 
==ფასადები==
ეკლესიის ფასადები გადაკეთებულია. თავდაპირველი ფენა მეტნაკლებად შემორჩენილია აღმოსავლეთ ფასადზე და დანარჩენი ფასადების ქვედა რიგებში. შემორჩენილია აგრეთვე ძველი ლავგარდნის ფრაგმენტები პატარა ნალისებრი თაღებით. ყველაზე უკეთ მორთულია აღმოსავლეთის ფასადი. შუა სარკმლის ორივე მხარეს სამკუთხა ნიშებია; ფრონტონის ცენტრში [[ჯვარი|ჯვრის]] გამოსახულებაა. შუა სარკმელს შემორჩენილი აქვს თავდაპირველი [[თავსართი (არქიტექტურა)|თავსართი]]. გვერდითი სარკმლების თავსართები კი გადაკეთებულია. აღმოსავლეთ ფასადის ნიშების კონქებს ამკობს რადიალურად გაშლილი მოწითალო-ყავისფერი ზოლები.
+
ეკლესიის ფასადები გადაკეთებულია. თავდაპირველი ფენა მეტნაკლებად შემორჩენილია აღმოსავლეთ ფასადზე და დანარჩენი ფასადების ქვედა რიგებში. შემორჩენილია აგრეთვე ძველი ლავგარდნის ფრაგმენტები პატარა ნალისებრი თაღებით. ყველაზე უკეთ მორთულია აღმოსავლეთის [[ფასადი]]. შუა სარკმლის ორივე მხარეს სამკუთხა ნიშებია; ფრონტონის ცენტრში [[ჯვარი|ჯვრის]] გამოსახულებაა. შუა სარკმელს შემორჩენილი აქვს თავდაპირველი [[თავსართი (არქიტექტურა)|თავსართი]]. გვერდითი სარკმლების თავსართები კი გადაკეთებულია. აღმოსავლეთ ფასადის ნიშების კონქებს ამკობს რადიალურად გაშლილი მოწითალო-ყავისფერი ზოლები.
  
 
==სამლოცველო==
 
==სამლოცველო==

17:28, 26 იანვარი 2022-ის ვერსია

რკონის კომპლექსი, კრკონის კომპლექსი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე, თეძმის ხეობის ზედა ნაწილში.

რკონის კომპლექსის (საერთო ფართ. 130X70 მ) საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და მრავალჯერ გადაკეთდა. ძირითადად გაირჩევა მშენებლობის სამი ფენა: VII საუკუნის II მეოთხედი, XIII-XIV სსუკუნეების მიჯნა და XVII–XVIII საუკუნეები. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით და ხიდი.

რკონის კომპლექსი გალავნით ორ მონაკვეთად იყო გაყოფილი: 1. ეკლესიები და სამრეკლო, 2. სამონასტრო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. 1939-40 წწ. რკონის კომპლექსზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა (კონტრფორსებით გაამაგრეს ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილორთ კედელი და სხვ.); 1972-74 წწ სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ (ხელმძღვ. თ. ნემსაძე) ეკლესია კაპიტალურად შეაკეთა: გაამაგრეს საძირკვლები, აღადგინეს დაკარგული საპირე ქვები და ლავგარდანი. სატრაპეზო გადახურეს თუნუქით, შეაკთეს სამრეკლო და სხვ.

სარჩევი

ღვთისმშობლის ეკლესია

ღვთისმშობლის ეკლესია დგას კომპლექსის აღმოსავლე მონაკვეთში. თარიღდება VII საუკუნის II მეოთხედით, ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა (18,2X12,1 მ). შესასვლელი სამი მხრიდანაა (ჩრდილოეთი კარი ამოქოლილია). აფსიდის გვერდებზე სადიაკვნე და სამკვეთლოა. სამივე სათავსს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. ეკლესიის ნავები გაყოფილია ორი წყვილი სვეტით. დაბალი და განიერი გამყოფი თაღები მოხაზულობით ნახევარწრეს უახლოვდება. კამაროვანი გადახურვა სხვადასხვა დროს და ცუდად არის აღდგენილი. ნავების დასავლეთ კედელში თითო სარკმელია. სხვადასხვა დროის ლილვისებურპროფილიანი კაპიტელები და კრონშტეინები მარტივია. თავდაპირველი ნალისებრი თაღები შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ კარზე და სადიაკვნის სარკმლის შიდა მხარეს. ეკლესიის კედლები მოგვიანებით შეულესიათ და მოუხატიათ (შემორჩენილია მცირე ფრაგმენტები).

მოხატულობა

მოხატულობა სხვადასხვა დროსაა შესრულებული. ეკლესიის ძირითად სივრცესა და სადიაკვნეში შემონახული მოხატულობის ნაშთები განვითარებული ფერდალურ ხანას (XII ს.) განეკუთვნება, საკურთხევლის კონქში გაირჩევა ტახტზე მჯდომი მაცხოვარი გაშლილი სახარებით ხელში (სახარებაზე ასომთავრული წარწერის ნაშთებია). იგი მოქცეულია მანდორლაში, რომელიც დაფარულია სხვადასხვა ფერის კონცენტრული ზოლებით (წითელი, მუქი ყავისფერი, მონაცრისფრო-მწვანე). კომპოზიციის ფონი და ქრისტეს ჰიმატიონი ცისფერია. ტახტის ღია მწვანე ფერის ზურგი მორთულია ძვირფასი ქვებით, მარგალიტების მწკრივებში ჩასმული შვიდქიმიანი ვარსკვლავებით. საკურთხევლის სარკმლის წირთხლებზე ორი დიაკვანია გამოსახული. წარწერების მიხედვით ჩრდილოეთით წმ. ლეონტია, სამხრით – წმ. სტეფანე. ტაძრის დასავლეთ კედელზე, მაღლა, ამაღლების კომპოზიციაა. ქრისტე ორ ანგელოზს უჭირავს. ორივე ძლიერ მოძრაობაშია მოცემული. ანგელოზთა ფრთები მუქი წითელია, ტანსაცმელი ყავისფერი (ქიტონი) და თეთრი (ჰიმატიონი). ამავე კედლის სარკმლის წირთხლები კიბისებრი ორნამენტითაა შემკული. ქვემოთ, ტაძარში შესასვლელის ორივე მხარეს გამოსახულნი არიან წმ. დედანი. ამავე კედლის პილასტრზე რომელიც შუა და სამხრეთ ნავებს შორისაა მოთავსებული, გაირჩევა მესვეტის ფიგურა. სადიაკვნის მხატვრობა თეთრი და ცისფერი საღებავით შესრულებული კიბისებრი ორნამენტით ორ რეგისტრად იყო გაყოფილი. ზედა რეგისტრი ამჟამად მთლიანად გადაშლილია. ჩრდილოეთ კედელზე სამი საერო პირის გამოსახულებაა შემორჩენილი, სამივე ქალია, მათი ვინაობა უცნობია. კედლის დასავლეთ მონაკვეთზე გამოსახულ ორ ქალს მორთული, ძვირფასი ქსოვილის კაბა აცვია. განსაკუთრებით საინტერესოა ცენტრში მდგომი ფიგურა. მისი მუქი ყავისფერი თმები დამუშავებულია წვრილი პარალელური თეთრი ხაზებით და შემკულია სამ-სამად შეკრული მარგალიტებით. ტანსაცმელი მოწითალო ფერისაა. ქსოვილის სახე მუქი ფერის წითელი საღებავითაა შესრულებული. ამავე ფიგურას ხელთ უპყრია ბაზილიკის მოდელი. სადიაკვნის ქვედა რეგისტრშიც, აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ მონაკვეთზე რომელიღაც წმინდანია (ქალი) გამოსახულთ სამხრეთით მარიამ ეგვიპტელი იყო (ამჟამად ოდნავ გაირჩევა). ფიგურათა სახეები არ არის შემონახული, ჩანს მხოლოდ მოწითალო-აგურისფერი აბრისები და ოქროსფერი ოქრას კვალი. მხატვრობის კოლორიტი ძირითადად ცისფერის, მოწითალო-აგურისფრის, ღია მწვანე და თბილი ყვითელი ფერების შეხამებაზეა აგებული. გამოსახულებათა მოქნილი ნახატი, დახვეწილი პროპორციები შესრულების მაღალ ოსტატობაზე მეტყველებს.

ეკლესიის სამკვეთლოს მოხატულობა XVII საუკუნეს განეკუთვნება. მხატვრობა ორ რეგისტრადაა გაყოფილი, შეიცავს სახარების სცენებსა და ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებებს: აღმოსავლეთ კედელზე, ზემოთ გამოსახულია ხარება, ქვემოთ – ტახტზე მჯდომარე მაცხოვარი გაშლილი სახარებით ხელში; სამხრეთ კედელზე, ზემოთ – შობა, ქვემოთ – სამი ქტიტორი (მამაკაცი, ქალი, ბავშვი), დასავლეთ კედელზე, ზემოთ – ნათლისღება, ქვემოთ – წმ. დედანი, რომელთაგან ერთი წმ. ეკატერინეა – მხატვრობა დასრულებულია ორნამენტული ზოლით (დაშვებული ფარდა), შესასვლელის ტიმპანი და წირთხლები შემკულია მცენარეული ორნამენტით. მოხატულობის შესრულების მანერა ხასიათდება სიმშრალით. ნახატი კუთხოვანია, ხისტი, კოლორიტს მღვრიე ელფერი აქვს (მოწითალო-აგურისფერი, თეთრი, ყვითელი, მომწვანო-ფირუზისფერი).

მოხატულობის ფრაგმენტები შემონახულია ტაძრის კარიბჭეშიც. შესასვლელის ტიმპანში გაირჩევა ღვთისმშობლისა და ყრმის გამოსახულება (ძალიან გაჭვარტლულია). აქვე, შესასვლელის სამხრეთ წირთხლზე პრიმიტიულად შესრულებული საერო პირის (მამაკაცის) გამოსახულებაა (შემონახულია მკერდამდე). მას გვირგვინი ახურავს, ხოლო ხელში უჭირავს ჯვარი, რომელიც ზემოთ პატარა დროშითაა დასრულებული. ეს ნახატი არა უგვიანეს X ს-ისაა.

მთლიანად იყო მოხატული კარიბჭეზე სამხრეთიდან მიშენებული ეგვტერი. მოხატულობა თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. აღმოსავლეთით, კედლის თაღში ძლიერ დაზიანებული ხუთი წმინდანის ფიგურაა. სამხრეთ კიდეში მდგომ ფიგურას შემორჩენილი აქვს სახის ნაწილი – მოგრძო ყვრიმალებიანი ოვალი, თხელი ცხვირი, დიდი თვალი, გრძელი წარბი. ჩრდილოეთ კიდეში მდგომი ფიგურა მცირე ზომისაა, მას ასომთავრული წარწერა ახლავს. ამავე კედლის თაღის ზემოთ, ჩრდილოეთ კიდეში გამოსახულია მთავარანგელოზი მიქაელი, მასაც ასომთავრული წარწერა აქვს. ეგვტერის ჩრდილოეთ კედელზე, შესასვლელის აღმოსავლეთით წარმოდგენილია დიაკვანი, დასავლეთით საერო პირის დიდი ზომის გამოსახულებაა. ასეთივე გამოსახულებაა დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილშიც. ორივე საერო პირი მიბრუნებულია წმინდანთა წელზედა ფიგურებისკენ (დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილში მაცხოვარია). ჩრდილოეთ შესასვლელის ტიმპანში შემორჩენილია მოწითალო-აგურისფერი დისკოს ფრაგმენტი. ტიმპანის თაღის აღმოსავლეთ სოფიტზეც წმინდანის წელზედა ფიგურაა. მოხატულობის კოლორიტი ნათელია, ერთმანეთთან შეხამებულია მოწითალო-აგურისფერი, ოქროსფერი ოქრა, ღია მწვანე, ცისფერი, ყავისფერი.

კარიბჭე

XIII ს. II ნახევარში ეკლესიისთვის მიუშენებიათ კარიბჭე (3,8X 9,5 მ), რომელიც დასავლეთით გახსნილია განიერი თაღით. ინტერიერში კარიბჭის ცენტრალური ნაწილი უკავია გეგმით კვადრატულ ცილინდრული კამარით გადახურულ ეგვტერს, რომლის იატაკი ჩანგრეულია. ეგვტერს აღმოსავლეთით ერთი სარკმელი აქვს, დასავლეთით – ორი. კარიბჭის ფასადები მორთულია დეკორატიული ნახევარსვეტებიანი თაღედით. ნახევარსვეტების კაპიტელები და ბაზიხები, შესასვლელის თაღი და სარკმლების საპირეები, ჯვარი ფრონტონის ცენტრში და ლავგარდანი მოჩუქურთმებულია.

ფასადები

ეკლესიის ფასადები გადაკეთებულია. თავდაპირველი ფენა მეტნაკლებად შემორჩენილია აღმოსავლეთ ფასადზე და დანარჩენი ფასადების ქვედა რიგებში. შემორჩენილია აგრეთვე ძველი ლავგარდნის ფრაგმენტები პატარა ნალისებრი თაღებით. ყველაზე უკეთ მორთულია აღმოსავლეთის ფასადი. შუა სარკმლის ორივე მხარეს სამკუთხა ნიშებია; ფრონტონის ცენტრში ჯვრის გამოსახულებაა. შუა სარკმელს შემორჩენილი აქვს თავდაპირველი თავსართი. გვერდითი სარკმლების თავსართები კი გადაკეთებულია. აღმოსავლეთ ფასადის ნიშების კონქებს ამკობს რადიალურად გაშლილი მოწითალო-ყავისფერი ზოლები.

სამლოცველო

დაახლოებით იმავე პერიოდისაა ეკლესიაზე სამხრეთიდან მიშენებული მცირე ზომის (578X3,6 მ) სამლოცველო – დარბაზული ეკლესია, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთ დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია. სამლოცველოში შემონახულია მოხატულობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები.

მოხატულობა XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. საკურთხევლის სარკმლის სამხრეთით გაირჩევა ორი შარავანდის მკრთალი კონტურები. სარკმლის წირთხლებზე შემორჩენილია ორნამენტის ორი ზოლი: გარეთა ორნამენტი კიბისებრია, შიგნითა მცენარეული (უსასრულო ღეროს მოტივი). დასავლეთ კედლის პირველ რეგისტრში, სარკმლის სამხრით ჩანს რაღაც ფიგურის ფრაგმენტი. ამავე სარკმლის ჩრდილოეთით ანგელოზის მიერ იოანე ნათლისმცემლის გადარჩენის ამსახველი სცენაა. მეორე რეგისტრში გაურკვეველი კომპოზიციის ფრაგმენტია. შედარებით უკეთესადაა დაცული შესასვლელის თავზე, კედლის სამხრეთ ნაწილში გამოსახული ორი ფიგურა. შარავანდის სილუეტი გაირჩევა ამავე რეგისტრის ჩრდილოეთ ნაწილშიც. მოხატულობა დასრულებული ყოფილა ორნამენტის ზოლით, რაზეც მეტყველებს სამხრეთ და დასავლეთ კედლებზე შემორჩენილი დიდი ვარდულების ფრაგმენტები. მოხატულობის კოლორიტს ქმნის მოწითალო-აგურისფერი, ოქროსფერი ოქრა, თეთრი და ლურჯი (ჩაშავებულია) ფერები. სამლოცველოს დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის ტიმპანში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მისკენ მიბრუნებული ორი ფიგურა. ფასადები მოპირკეთებულია თლილი ქვით და მორთულია დეკორატიული თაღებითა და ჩუქურთმით.

სატრაპეზო

სატრაპეზო დგას ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 10 მ-ზე. ძირითადი ნაწილები თარიღდება XIII-XIV საუკუნეების მიჯნით. სატრაპეზო ექვს საბჯენ თაღზე დაყრდნობილი შეისრული კამარით გადახურული სათავსია (5,2X16,6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. მას აღმოსავლეთით არქიტრავით გადახურული შესასვლელი აქვს. სამხრეთით ერთი პატარა სარკმელია, ხოლო დასავლეთით სამი კვადრატული სარკმელი. კამარაში დატანებულია სამი ხვრელობი. ლავგარდანი თლილი ქისაა, ნაგებობა გადახურულია ლორფინით (ამჟამად სახურავი ძალზე დაზიანებულია).

კოშკი

კოშკი დგას სატრაპეზოს სამხრეთ-დასავლეთით, ორმოციოდე მ-ზე. ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია სამი სართულის კედლები. შესასვლელი მეორე სართულზეა. პირველ და მეორე სართულზე თითო სარკმელია.

სამრეკლო

სამრეკლო დგას ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლ. 2 მ-ზე. თარიღდება XVII-XVIII სსაუკუნეებით. სამრეკლოს კედლები და სახურავი დაზიანებულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. სამრეკლო ორსართულიანია. პირველი სართული (5,1X5,1 მ) კუბური სათავსია, იგი მოხატული ყოფილა.

მოხატულობა XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ამჟამად ბათქაშის დიდი ნაწილი ჩამოცვენილია, დანარჩენი ძალზე გაჭვარტლულია და ნახატი ძნელად გაირჩევა. აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული ფრონტალურად წარმოდგენილი წმინდანის ფიგურა. მის შარავანდთან გაირჩევა რამდენიმე ბერძნული ასო. წმინდანს ხელში ძვირფასი ქვებით მოჭედილი წიგნი უჭირავს. მოხატულობის კოლორიტს ქმნის მუქი ლურჯი, წითელი, ყვითელი და თეთრი ფერები.

მეორე სართული, საკუთრივ სამრეკლო, რვა ღია თაღზე აგურით ამოყვანილი ცილინდრული ფანჩატურია, რომელსაც შემოვლებული აქვს თლილი ქვის სადაპროფილიანი ლავგარდანი და გადახურულია ქვის ბრტყელი ფილებით. ფანჩატურში ასავლელი ქვის კიბე მიშენებულია დასავლეთიდან. ფასადში ჩასმულია სამი მოჭიქული ჯამი. აქვე კედელში მოზრდილი ნიშია, რომლისთვისაც გარედან უფრო დიდი „ხატის ნიში“ მიუშენებიათ.


რკონის კომპლექსში შემავალი, ფერდობზე მიშენებული ერთსართულიანი ბერების სენაკები და სხვა ნაგებობათა ნაშთები ცუდადაა შემონახული.

ნათლისმცემლის ეკლესია

ნათლისმცემლის ეკლესია დგას ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთით, შვიდიოდე მეტრზე. თარიღდება XIII-XIV საუკუნეების მიჯნით. ეკლესია დარბაზულია (7,3X4,3 მ), ნაგებია კარგად გათლილი ქვის სხვადსხვა ზომის კვადრებით; კამარა ნატეხი ქვისაა. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით, აფსიდის ღერძზე, და დარბაზის დასავლეთ კედელში თითო სარკმელია, სამხრეთისაში – ორი. ეკლესიის დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომლის საბჯენი თაღები პილასტრებს ეყრდნობა. ეკლესია დგას ორლილვიან ცოკოლზე. ფასადები (გარდა სამხრეთისა) მორთულია დეკორატიული ნახევარსვეტებითა და თაღედით. ნახევარსვეტების კაპიტელები, ბაზისები და მორკალური პროფილის ლავგარდანი მოჩუქურთმებულია. განსაკუთრებით გამოირჩევა აღმოსავლეთ ფასადის მოჩუქურთმებულსაპირიანი შუა სარკმელი და მის თავზე აღმართული ჯვარი. ქვემოთ რთული ბაზისი და მტევნების გამოსახულება ქმნის ერთიან დეკორატიულ სისტემას. სამხრეთ ფასადზე მორთულია მხოლოდ სარკმლები. წრიული სარკმლის ჩუქურთმა კედლის სიბრტყიდან ამოწეულია, სწორკუთხა სარკმლისა კი კედელშია ამოკვეთილი.

ეკლესიის სამხრეთით ამოყვანილია სპეციალური სუბსტრუქცია, რომელშიც მოთავსებულია სამარხი კამერა.

კარიბჭე

მოგვიანებით ეკლესიისთვის დასავლეთიდან კარიბჭე (4,8X4,8 მ) მიუშენებიათ. შესასვლელი დასავლეთიდანაა. გადახურულია სხივისებრი კამარით. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია. კარიბჭის დასავლეთი და ჩრდილოეთი ფასადები, ეკლესიის მსგავსად, ნახევარსვეტებიანი დეკორატიული თაღედითაა მორთული. დასავლეთ ფასადს სამი თაღი აქვს. შუა თაღი, რომელსაც ფართო ჩუქურთმიანი საპირე გასდევს, სიგანით სამჯერ აღემატება გვერდით თაღებს და შესამჩნევად მაღალია. თაღის ზევით პატარა ოთხკუთხა სარკმელია, სარკმლის ზევით – ჩუქურთმიანი ჯვარი. კარიბჭის ლავგარდანი მოჩუქურთმებულია.

რკონის ხიდი

რკონის ხიდი მდებარეობს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. გადებულია მდინარე თეძამზე. ხიდზე გადიოდა გზა, რომელიც შიდა ქართლს აკავშირებდა თრიალეთთან. ხიდი თარიღდება XII-XIII საუკუნეებით. იგი ერთმალიანია (12,5 მ), მორკალური ფორმისა (თაღის სიმაღლე მდინარის ზედაპირიდან 7,6 მ, სიგგანე 2,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით კირის მკვრივ დუღაბზე. თაღის ქვედა პირი შედარებით გრძელი ქვებით არის ნაშენი, ზედა – უფრო მომცროთი, ხიდის ბურჯები ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ეყრდნობა. შუა ნაწილი ნაპირებზე გაცილებით მაღლაა აზიდული. ხიდი შემორჩენილია თავდაპირველი სახით. იგი საქართველოს ფეოდალური ხანის ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები