როკოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა XVIII საუკუნეში

როკოკო — ახალი ეპოქისთვის დამახასიათებელ მოვლენას, რომლის დროსაც პიროვნების, ან ინსტიტუციის ეკლესიის, მონარქიის, არისტოკრატიისა თუ მდიდარი ვაჭრების) დაკვეთით შექმნილ ხელოვნებას მდიდარი მეწარმეებისა და საშუალო კლასისთვის შექმნილი ხელოვნება ანაცვლებს, საფუძველი როკოკოს ხელოვნებაში ეყრება, იმ დროიდან, როდესაც ვერსალის სამეფო კარის კულტურის ადგილს პარიზის სალონური კულტურა იკავებს.

თავად ტერმინი - როკოკო ორი სიტყვის, იტალიურისა - barocco (ირეგულარული ფორმის მარგალიტი, სავარაუდოდ, პირველწყარო სიტყვისა baroque, ბაროკო) და ფრანგულის - rocaille (ბაღის ან ინტერიერის ნიჟარებითა და კენჭებით მორთვის წესი) კომბინირებას წარმოადგენს და იმ რაფინირებულ და უცნაურ სტილს აღნიშნავს, რომელიც მთელი XVIII საუკუნის განმავლობაში ევროპის გარკვეულ ნაწილში იყო გავრცელებული. როკოკო საფრანგეთში დაახლოებით 1715 წლიდან იღებს სათავეს, მაშინ, როდესაც ორლეანის ჰერცოგს, მცირეწლოვანი მეფის - ლუი XV-ს (1715-1774) რეგენტს, საფრანგეთის სამეფო კარი ვერსალიდან პარიზში გადააქვს. ამ დროიდან ეს მიმდინარეობა ევროპაში სწრაფად იწყებს გავრცელებას.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები