რუსია მელიტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „რუსია მელიტონ“ გადაიტანა გვერდზე „რუსია მელიტონ ივანეს ძე“)

02:33, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია

რუსია მელიტონ ივანეს ძე - (მეტსახელი: Переводчик) (1878 სოფ. ლანჩხუთი - 1951) - ნაფიცი ვექილი. სოციალ-დემოკრატი.

საშუალო განათლება ლანჩხუთში მიიღო, რის შემდეგაც კერძო პედაგოგობა დაიწყო. სასწავლებლად ხარკოვში გაემგზავრა, თუმცა სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო სასწავლებლიდან გარიცხეს. 1904 წლიდან თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი გახდა. რევოლუციურ მოძრაობაში აქტიური ჩართულობის გამო 1905 წელს 5 წლით გადასახლება მიესაჯა. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოს ეროვნული საბჭოს (შემდგომში - პარლამენტი) წევრი ხდება. 1919 საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით დამფუძნებელი კრების წევრად ირჩევენ. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ გაემგზავრა ემიგრაციაში საფრანგეთში.

მანუჩარ გუნცაძე

ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები