საარმიო ავიაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საარმიო ავიაცია - მთელი რიგი სახელმწიფოების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და სხვა) სახმელეთო ძალების (არმიის) ჯარების გვარეობა. განკუთვნილია ჯარების საბრძოლო მოქმედებების უშუალო უზრუნველყოფისა და საავიაციო მხარდაჭერისათვის. ორგანიზაციულად გაერთიანებულია ბრიგადებში (ჯგუფებში), პოლკებში, ბატალიონებში, ესკადრონებში (ასეულებში), საერთო-საჯარისო შენაერთების და ნაწილების შემადგენლობაში ან წარმოადგენს სახმელეთო ძალების სარდლობის რეზერვს ზონაში (საომარი მოქმედებების თეატრზე).

საარმიო ავიაცია გამოჩნდა I მსოფლიო ომამდე, რომელშიც შემდგომ მიიღო საბრძოლო გამოცდილება. II მსოფლიო ომის დაწყების წინ წარმოდგენილი იყო, უმთავრესად, სადაზვერვო და გამანადგურებელი ავიაციის ქვედანაყოფებით.

საარმიო ავიაცია ფართოდ გამოიყენებოდა XX საუკუნის ყველა ლოკალურ ომში. 1983 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გამოიყო ჯარების დამოუკიდებელ გვარეობად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები