საბრძოლო მანქანების ტარება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საბრძოლო მანქანების ტარება – 1. შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის მომზადება საბრძოლო მანქანების (ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების, ჯავშანტრანსპორტიორების და სხვა) მართვაში; საბრძოლო მომზადების საგანი.
2. მძღოლების (მძღოლმექანიკოსების) მიერ საბრძოლო მანქანის მართვის მიზნით განხორციელებული ქმედება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017