საბრძოლო მასალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო მასალები – შეიარაღების შემადგენელი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია მიზნების უშუალოდ დაზიანების ან ჯარების (ძალების) მოქმედების უზრუნველყოფისთვის.

დანიშნულების მიხედვით არჩევენ ძირითად, სპეციალურ და დამხმარე საბრძოლო მასალებს. ძირითადი იყოფა ჩვეულებრივ და მასობრივი დაზიანების საბრძოლო მასალებად.

ჩვეულებრივი არის – მთლიანი ან აღჭურვილი ფეთქებადი მუხტით, ან ცეცხლგამჩენი ნივთიერებით.

მასობრივი დაზიანების საბრძოლო მასალებს განეკუთვნება ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური მარაგი. საბრძოლო მასალების მოქმედება განისაზღვრება მისი დამუხტვის კონსტრუქციითა და ტიპით.

სპეციალურ საბრძოლო მასალებს განეკუთვნება მანათობელი, სასიგნალო, გაკვამლიანების, მიზანმიმმართველი, წინაღობის წარმომქმნელი, სააგიტაციო და სხვა.

იარაღის ტიპის მიხედვით საბრძოლო მასალები იყოფა რაკეტებისა და ტორპედოების საბრძოლო ნაწილებად, საარტილერიო (საარტილერიო გასროლები, ნაღმსატყორცნების ნაღმები, ყუმბარსატყორცნების გასროლები), ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებად, დაზიანების დასაბომბ საშუალებებად, საინჟინრო და საზღვაო ნაღმებად, ხელყუმბარებად.

შეიარაღებული ძალების სახეობების მიხედვით იყოფა სახეობათაშორის (გამოიყენება რამდენიმე სახეობის და სპეციალური ჯარების მიერ), საავიაციო (საავიაციო შეიარაღების შემადგენელი ნაწილი) და საზღვაო (სახომალდე და სანაპირო სარაკეტო-საარტილერიო ჯარების შეიარაღების შემადგენელი ნაწილი) საბრძოლო მასალებად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები