საბრძოლო მომზადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''საბრძოლო მომზადება''' - დანიშნულების შესაბამისად, [[საბრძოლო ამოცანა|საბრძოლო ამოცანების]] შესასრულებლად და [[საბრძოლო მოქმედებები]]ს უზრუნველსაყოფად საჯარისო სწავლების და პირადი შემადგენლობის აღზრდის, ქვედანაყოფების, ნაწილების, შენაერთებისა და მათი მართვის ორგანოების საბრძოლო შერწყმის მიზანმიმართული, ორგანიზებული პროცესი.  
+
'''საბრძოლო მომზადება''' - დანიშნულების შესაბამისად, [[საბრძოლო ამოცანა|საბრძოლო ამოცანების]] შესასრულებლად და [[საბრძოლო მოქმედებები]]ს უზრუნველსაყოფად საჯარისო სწავლების და პირადი შემადგენლობის აღზრდის, [[ქვედანაყოფი (სამხედრო)|ქვედანაყოფების]], ნაწილების, [[შენაერთი|შენაერთებისა]] და მათი მართვის ორგანოების საბრძოლო შერწყმის მიზანმიმართული, ორგანიზებული პროცესი.  
  
 
საბრძოლო მომზადების ძირითადი მიზანია უზრუნველყოს [[ჯარები|ჯარების]] (ძალების) და მართვის ორგანოების მუდმივი [[საბრძოლო მზადყოფნა]] და აამაღლოს მათი [[ბრძოლისუნარიანობა]].  
 
საბრძოლო მომზადების ძირითადი მიზანია უზრუნველყოს [[ჯარები|ჯარების]] (ძალების) და მართვის ორგანოების მუდმივი [[საბრძოლო მზადყოფნა]] და აამაღლოს მათი [[ბრძოლისუნარიანობა]].  
  
საბრძოლო მომზადებას აქვს ორი მხარე: სწავლების შინაარსი (რა ასწავლოს) და სწავლების მეთოდიკა (როგორ ასწავლოს). საბრძოლო მომზადების შინაარსს, რომლის საფუძველსაც შეადგენს ტაქტიკა, განსაზღვრავს საბრძოლო მოქმედებების ხასიათი, [[ამოცანა (სამხედრო)|ამოცანები]], რომელთა გადასაწყვეტად განკუთვნილია ქვედანაყოფი, ნაწილი, შენაერთი; მათი საბრძოლო გამოყენების ხერხები, [[საბრძოლო შესაძლებლობები]] და [[ბრძოლა|ბრძოლაში]] (ოპერაციაში) მოქმედებების ტაქტიკა. იგი გამოხატულებას პოულობს საბრძოლო წესდებებსა და დარიგებებში, სახელმძღვანელო მითითებებში, სხვა საწესდებო დოკუმენტებსა და საბრძოლო მომზადების პროგრამებში.
+
საბრძოლო მომზადებას აქვს ორი მხარე: სწავლების შინაარსი (რა ასწავლოს) და სწავლების მეთოდიკა (როგორ ასწავლოს). საბრძოლო მომზადების შინაარსს, რომლის საფუძველსაც შეადგენს ტაქტიკა, განსაზღვრავს [[საბრძოლო მოქმედებები|საბრძოლო მოქმედებების]] ხასიათი, [[ამოცანა (სამხედრო)|ამოცანები]], რომელთა გადასაწყვეტად განკუთვნილია ქვედანაყოფი, ნაწილი, შენაერთი; მათი საბრძოლო გამოყენების ხერხები, [[საბრძოლო შესაძლებლობები]] და [[ბრძოლა|ბრძოლაში]] (ოპერაციაში) მოქმედებების ტაქტიკა. იგი გამოხატულებას პოულობს საბრძოლო წესდებებსა და დარიგებებში, სახელმძღვანელო მითითებებში, სხვა საწესდებო დოკუმენტებსა და საბრძოლო მომზადების პროგრამებში.
  
 
საბრძოლო მომზადებაში მთავარია წესდებების და დარიგებების მოთხოვნების შესწავლა და პრაქტიკული ათვისება, [[იარაღი (იურიდიული)|იარაღის]] და [[სამხედრო ტექნიკა|სამხედრო ტექნიკის]], საბრძოლო მოქმედებების მომზადებისა და წარმოების ხერხების დაუფლება, ხოლო უმნიშვნელოვანესი პრინციპია იმის სწავლება, რაც საჭიროა [[ომი|ომში]].  
 
საბრძოლო მომზადებაში მთავარია წესდებების და დარიგებების მოთხოვნების შესწავლა და პრაქტიკული ათვისება, [[იარაღი (იურიდიული)|იარაღის]] და [[სამხედრო ტექნიკა|სამხედრო ტექნიკის]], საბრძოლო მოქმედებების მომზადებისა და წარმოების ხერხების დაუფლება, ხოლო უმნიშვნელოვანესი პრინციპია იმის სწავლება, რაც საჭიროა [[ომი|ომში]].  

12:22, 13 მარტი 2018-ის ვერსია

საბრძოლო მომზადება - დანიშნულების შესაბამისად, საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად და საბრძოლო მოქმედებების უზრუნველსაყოფად საჯარისო სწავლების და პირადი შემადგენლობის აღზრდის, ქვედანაყოფების, ნაწილების, შენაერთებისა და მათი მართვის ორგანოების საბრძოლო შერწყმის მიზანმიმართული, ორგანიზებული პროცესი.

საბრძოლო მომზადების ძირითადი მიზანია უზრუნველყოს ჯარების (ძალების) და მართვის ორგანოების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა და აამაღლოს მათი ბრძოლისუნარიანობა.

საბრძოლო მომზადებას აქვს ორი მხარე: სწავლების შინაარსი (რა ასწავლოს) და სწავლების მეთოდიკა (როგორ ასწავლოს). საბრძოლო მომზადების შინაარსს, რომლის საფუძველსაც შეადგენს ტაქტიკა, განსაზღვრავს საბრძოლო მოქმედებების ხასიათი, ამოცანები, რომელთა გადასაწყვეტად განკუთვნილია ქვედანაყოფი, ნაწილი, შენაერთი; მათი საბრძოლო გამოყენების ხერხები, საბრძოლო შესაძლებლობები და ბრძოლაში (ოპერაციაში) მოქმედებების ტაქტიკა. იგი გამოხატულებას პოულობს საბრძოლო წესდებებსა და დარიგებებში, სახელმძღვანელო მითითებებში, სხვა საწესდებო დოკუმენტებსა და საბრძოლო მომზადების პროგრამებში.

საბრძოლო მომზადებაში მთავარია წესდებების და დარიგებების მოთხოვნების შესწავლა და პრაქტიკული ათვისება, იარაღის და სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მოქმედებების მომზადებისა და წარმოების ხერხების დაუფლება, ხოლო უმნიშვნელოვანესი პრინციპია იმის სწავლება, რაც საჭიროა ომში.

საბრძოლო მომზადების მეთოდიკა განსაზღვრავს სწავლების ფორმებს და მეთოდებს. იგი გათვალისწინებულია საბრძოლო მომზადების პროგრამებსა და კურსებში, სროლის, მანქანის ტარების კურსებში და სხვა მეთოდიკურ დოკუმენტებში.

საბრძოლო მომზადების საბოლოო შედეგს იძლევა საბრძოლო წვრთნა, რომელის მიღწევა ხდება თანამიმდევრულად სამხედრო მოსამსახურეების ერთეული მომზადების და ქვედანაყოფების, ნაწილების, შენაერთებისა და მათი მართვის ორგანოების საბრძოლო შერწყმის გზით მეცადინეობების, წვრთნებისა და სწავლებების დროს. ის ეწყობა რეალური საბრძოლო სინამდვილის პირობებთან მიახლოებულ ვითარებაში.

ოფიცერთა შემადგენლობის საბრძოლო მომზადების შემადგენელი ნაწილია აგრეთვე სამეთაურო მომზადება, რომლის დროსაც ყალიბდება და იხვეწება ბრძოლაში ქვედანაყოფების, ნაწილების, შენაერთების მართვის, დაქვემდებარებულთა სწავლებისა და აღზრდის უნარ-ჩვევები, პროფესიული და მეთოდური ოსტატობა.

საბრძოლო მომზადებაის პროცესში სამხედრო მოსამსახურეებს გამოუმუშავდებათ მაღალი მორალური და საბრძოლო თვისებები, უნარი, წარმატებით შეასრულონ მომავალი ამოცანები, დაიცვან სამხედრო დისციპლინა.

საბრძოლო მომზადება ემყარება მეცნიერულ ცოდნას, მათ შორის – სამხედრო სწავლებისა და აღზრდის თეორიას და სამხედრო მეცნიერების სხვა დარგებს. იგი წარმოებს როგორც მშვიდობიანობის, ისე ომიანობის დროს.

მშვიდობიანობის დროს საბრძოლო მომზადება არის ჯარების (ძალების) ყოველდღიური საქმიანობის ძირითადი ნაწილი. საბრძოლო მოქმედებების ნაწილი, ფორმები და მეთოდები, უწინარესად, დამოკიდებულია შეიარაღებული ბრძოლის საშუალებებსა და საბრძოლო მოქმედებების წარმოების ხერხებზე. ახალი იარაღის დაუფლებას შედეგად მოსდევს ჯარების (ძალების) საბრძოლო მოქმედებების და ორგანიზაციის ხერხების შეცვლა, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ცვლილებების შეტანას საბრძოლო მომზადების შინაარსში. შეიარაღებული ძალების ყოველსახეობაში, ჯარების (ძალების) გვარეობაში, სპეციალურ ჯარებში საბრძოლო მომზადებას აქვს დამახასიათებელი თავისებურებები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები