საბრძოლო მოქმედებების ზონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო მოქმედებების ზონა – საომარი მოქმედებების თეატრის ტერიტორიის ან საჰაერო სივრცის ნაწილი, სადაც განლაგებულია (ბაზირებულია) სახმელეთო ჯარების გაერთიანებები გაძლიერების და მხარდაჭერის საშუალებებით (მთელი რიგი სახელმწიფოების არმიებში), სადაც საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ აგრეთვე საჰაერო თავდაცვის ავიაცია, ძალები და საშუალებები.

სარჩევი

ავიაციის საბრძოლო მოქმედებების ზონა

ტერიტორიული და საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც ავიაციას შეუძლია გაანადგუროს მოწინააღმდეგის სახმელეთო (საზღვაო) და საჰაერო ობიექტები. მისი მდებარეობა და სიდიდე დამოკიდებულია ავიაციის გვარეობაზე, საავიაციო დაჯგუფების შემადგენლობაზე, საბრძოლო გამოყენების ჩანაფიქრსა და თვითმფრინავების (ვერტმფრენების) საფრენ-ტაქტიკურ მახასიათებლებზე. ეს განისაზღვრება საავიაციო გაერთიანებების, შენაერთებისა და სხვადასხვა გვარეობის ავიაციის ნაწილებისათვის და შეიძლება შემოიფარგლოს მეზობელი საბრძოლო მოქმედებების ზონის საზღვრებით, მინიმალური და მაქსიმალური სიმაღლეებით.

სახმელეთო ჯარების საბრძოლო მოქმედებების ზონა

(ზოგიერთ სახელმწიფოთა არმიებში), შემოფარგლულია ფრონტიდან მხარეების ჯარების უშუალო შეხების ხაზით, ფლანგებიდან – საომარი მოქმედებების თეატრის საზღვრით, ზურგიდან – საზღვრით კომუნიკაციების ზონითურთ. თავდაცვაში საბრძოლო მოქმედებების ზონაში იქმნება დაფარვისა და თავდაცვის ზონები – საინჟინრო თვალსაზრისით შექმნილი ბატალიის რაიონი (ზოლი). აქ შენაერთები (გაერთიანებები) განლაგდებიან საბრძოლო წყობით (ოპერატიული დაწყობა) და აწარმოებენ ბრძოლას (ბატალიას). საბრძოლო მოქმედებების ზონა შედგება მეწინავე, ერთი ან რამდენიმე შუალედური ზღუდის და თავდაცვის სტრატეგიული ზღუდისაგან.

საბრძოლო მოქმედებების ზონის სიღრმე შეიძლება იყოს 250-300 კმ. და მეტი. მის ფარგლებში განალაგებენ არმიების ჯგუფებს, საველე არმიებს, საარმიო კორპუსებს და დივიზიებს, აგრეთვე საარმიო ავიაციის, საინჟინრო ჯარების, კავშირგაბმულობის, დაცვის და თავდაცვის ჯარების ნაწილებს და ქვედანაყოფებს, ლოგისტიკის, საბრძოლო მასალებისა და სხვადასხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების საწყობებს. საბრძოლო მოქმედებების ზონა იყოფა არმიათა ჯგუფების, საველე არმიების, საარმიო კორპუსებისა და დივიზიების მოქმედებების ზოლებად (რაიონებად).

საჰაერო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების საბრძოლო მოქმედებების ზონა

ტერიტორია და ჰაერი, სადაც საჰაერო თავდაცვის ძალები და საშუალებები განლაგდებიან საბრძოლო წყობით და ანადგურებენ საჰაერო მიზნებს. ზონის საზღვრების დადგენა ხდება: საზენიტო-სარაკეტო ჯარებისათვის – საზენიტო მართვადი რაკეტების გაშვების ზონების შორეული საზღვრით; საზენიტო არტილერიისათვის – საჰაერო მიზნებზე სროლის უმეტესი სიშორით (ცეცხლდაშენის ზონითა და ცეცხლის ზონით). ცეცხლდაშენის ზონა არის საზენიტო ქვემეხის ირგვლივ, რომელშიც შესაძლებელია სროლისთვის (მიზანზე საზენიტო მართვადი რაკეტის დამიზნების) საჭირო სიზუსტე, ხოლო ჭურვი (საზენიტო მართვადი რაკეტა) ინარჩუნებს საჰაერო მიზნის დაზიანების შესაძლებლობას. ცეცხლის ზონა კი სივრცე, რომლის ფარგლებშიც საბრძოლო წყობად განლაგებულ საზენიტო სარაკეტო ქვედანაყოფს (ნაწილს, შენაერთს, დაჯგუფებას) შეუძლია დააზიანოს საჰაერო მიზნები; საზენიტო არტილერიის დაჯგუფებისათვის – სივრცე, რომლის ფარგლებშიც მას შეუძლია აწარმოოს საჰაერო მიზნისთვის ცეცხლდაშენა. ცეცხლის ზონა ხასიათდება სიშორისა და სიმაღლის სიდიდით და გადაფარვის ჯერადობით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები