საბრძოლო მოქმედებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:10, 6 ივლისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბრძოლო მოქმედებები

1. შეიარაღებული ძალების ყველა სახეობის ნაწილების, შენაერთების, გაერთიანებების ორგანიზებული მოქმედებები საბრძოლო (ოპერატიული) ამოცანების შესრულების დროს.

საბრძოლო მოქმედებების ძირითად სახეობას წარმოადგენს თავდაცვა და შეტევა. ისინი ხორციელდება ხმელეთზე, ჰაერში, კოსმოსში და ზღვაზე ოპერაციების, ბატალიების, ბრძოლების და დარტყმების ფორმით, როგორც დაზიანების ჩვეულებრივი საშუალებების, ისე მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით.

შეიარაღებული ძალების თითოეული სახეობის საბრძოლო მოქმედებების ახასიათებს სპეციფიკური თავისებურებები. სარაკეტო ჯარებში საბრძოლო მოქმედებები წარმოებს პირველი მასირებული ბირთვულ-სარაკეტო (სარაკეტო) დარტყმის, შემდგომ კი ჯგუფური ან ცალკეული ბირთვულ-სარაკეტო (სარაკეტო) დარტყმების სახით.

სახმელეთო ჯარებში საბრძოლო მოქმედებები წარმოებს ქვედანაყოფების (ნაწილებისა და შენაერთების) საერთო-საჯარისო ბრძოლების, დაჯგუფებების (არმიების) ოპერაციებისა და ბრძოლების ფორმით.

სამხედრო-საჰაერო ძალების საბრძოლო მოქმედებების მიზანია საავიაციო დარტყმების მიყენება, საჰაერო ბრძოლების წარმოება და სპეციალური საბრძოლო ფრენების განხორციელება.

სამხედრო-საზღვაო ძალები (ფლოტის) საბრძოლო მოქმედებები მოიცავს ბატალიებს ბრძოლებსა და დარტყმებს ოპერატიული, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური ამოცანების გადასაწყვეტად;


2. შეიარაღებული ძალების სახეობების გაერთიანებების და შენაერთების ოპერატიული გამოყენების ფორმა ოპერაციების ფარგლებში ან ოპერაციებს შორის რამდენიმე თანამიმდევრულად წამოჭრილი ოპერატიული, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური ამოცანის გადასაწყვეტად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები