საბძელი - საქონლის საკვების შესანახი ნაგებობა. სამეურნეო კომპლექსის ერთ-ერთი აუცილებელი შენობა, ხისა ან ფიცრისა. გამოირჩეოდა დიდი ტევადობით. საბძელში ინახავდნენ მესაქონლეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სამეურნეო იარაღსაც.
წყარო
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი