სადაღაშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სადაღაშვილი გიორგი დავითის ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[გიორგი სადა...)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გიორგი დავითის ძე სადაღაშვილი''' – (დ. 1870,  ს. ქახვრელში, გორის მაზრა) – სომეხი (გრიგორიანი). [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=23&t=25757 მექანიკი (სლესარი)].  
+
'''გიორგი დავითის ძე სადაღაშვილი''' – (დ. 1870,  ს. ქახვრელში, გორის მაზრა) – სომეხი (გრიგორიანი). მექანიკი (სლესარი)].  
  
 
თფილისის ადრესი –  სამილიციო უბანი დიმიტრიევის ქუჩა №2.  
 
თფილისის ადრესი –  სამილიციო უბანი დიმიტრიევის ქუჩა №2.  
ხაზი 32: ხაზი 32:
 
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
 
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
  
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]][[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
+
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
[[კატეგორია:პერსონალიები]]
+
[[კატეგორია:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]

12:11, 11 მაისი 2017-ის ვერსია

გიორგი დავითის ძე სადაღაშვილი – (დ. 1870, ს. ქახვრელში, გორის მაზრა) – სომეხი (გრიგორიანი). მექანიკი (სლესარი)].

თფილისის ადრესი – სამილიციო უბანი დიმიტრიევის ქუჩა №2.

სარჩევი

პარტიული რწმენა

სოციალ-დემოკრატი (მენშევიკი)

განათლება

შინაური

განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები

ჩემი მოღვაწეობა დავიწყე პოლიტიკური ვიწრო წრეების დაარსებისათანავე თბილისში, ამ დროს ორგანიზატორობა იყო ჩემი მოვალეობა.

1900 წელს რკინისგზის მთავარ სახელოსნოს გაფიცვის დროს მარიამობის თვეში გადამასახლეს სამშობლოში და სამი თვის შემდეგ გამანთავისუფლეს. 1902 დემონსტრაციის დროს დამაპატიმრეს მაგრამ ეჭვები ნაკლები იყო და სამი დღის შემდეგ გამანთავისუფლეს.

1903 წ. იძულებული გავხდი დავთხოვოდი რკინის გზას რადგან მრავალჯერ ჩხრეკამ და ჟანდარმერიის დევნას საზღვარი არ ჰქონდა.

1904 დავდექ იარალოვის ქარხანაში და უმალვე ზავოდის წარმომადგენლათ ამირჩიეს და 1908-მდე იყო ცნობილი ჩემი მოღვაწეობა გაფიცვები და ბრძოლა როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიურის სათავეში ვიდექ ფსევდონიმით (იარალოვი). მეორე რაიონულ კოლექტივის წევრათ. მესამე რაიონის კოლექტივის თავმჯდომარეთ, თბილისის კომიტეტის წევრათ, პირველ სახელმწიფო საბჭოს არჩევნებში ზავოდის რწმუნებულათ ამრჩევლების ასარჩევათ და ვიყავ ამომრჩეველათ არჩეული მე ასევე გურიიდან

1908-ში საგუბერნიო ჟანდარმერიამ შემიპყრო და ადმინისტრატიულათ ორის წლით ასტრახნის გუბერნიაში გადამასახლა. გათავებისას დავბრუნდი მაგრამ ისევ დამაპატიმრეს და ისევ უკან გადამასახლეს როსტოვში.

1917 მარტს აქეთ ვარ თავმჯდომარეთ კომიტეტ „ნაძალადევის“, I რაიონის კოლექტივის წევრათ, მე II უჩასტკოვის სასურსათო კომიტეტის თავმჯდომარეთ და საბჭოს წევრათ.

ქალაქის საბჭოს წევრათ, და მომხმარებელი საზოგადოების დირექტორათ.

ციხეები გამოვიარე: მეტეხის, საგუბერნიო-სამსამჯერ. ბაქოს ორჯერ. როსტოვის ორჯერ. ნოვოჩერკასკის ერთხელ, ცარიცინის ერთხელ, ჩორნ. იაროს ერთხელ.

სადაღაშვილი

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები